ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA), საკალათბურთო კლუბები „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ბრუკლინ ნეთსი“ ნიუ-იორკში ჩინეთის გენერალურ კონსულთან, ჰუან პინთან ერთად შტატის სამედიცინო სამსახურებს მილიონ სამედიცინო ნიღაბს გადასცემს. ამის შესახებ Twitter-ზე შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო წერს.
„მადლობას ვუხდით მათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყოფისთვის, რაც ახლა ჩვენთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია“, - წერს კუომო.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 312 146 დაფიქსირდა. აქედან 8 499 გარდაიცვალა, 14 997 კი განიკურნა.
Imedinews