რატომ გაძვირდა ნაყინი? -მწარმოებლების განმარტებები

რატომ გაძვირდა ნაყინი? -მწარმოებლების განმარტებები

access_time2020-07-07 14:40:57

ნაყინის მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქციის ფასი გაზარდეს. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი სეზონურ პროდუქტზე ფასი საშუალოდ 10 პროცენტით გაიზარდა. „თოლიას“ დირექტორი გიორგი ჭყონია აცხადებს, ფასის ზრდა ქვეყნებში მიმდინარე ინფლაციური პროცესებითაა გამოწვეული. მისი თქმით, ბიზნესს კორონავირუსმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა.

 

„კამპანიამ მაისი-ივნისის ახალი გეგმა შეიმუშავა და მივყვებით ამ გეგმას. კორონავისურის პანდემიამ 2 თვე ჩაგვიგდო, ჩვენ ადრე ვიწყებთ მომზადებას და სეზონსაც ადრე ვხსნით ხოლმე. წინა წელთან შედარებით გაყიდვების კუთხით კლება არ გვაქვს, მივდივართ სტაბილურად. ამინდი თუ შეიცვლება და ვირუსის მეორე ტალღა გავრცელდა, ალბათ ჩვენც დაგვეტყობა. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა. რაც შეეხება ფასს, პროდუქცია გაძვირდა შარშანაც, წელსაც და მომავალ წელსაც გაძვირდება, რადგან ნედლეულის ფასი ყოველწლიურად იმატებს. სხვადასხვა ნედლეულზე სხვადსხვა პროცენტით გაიზარდა, შემიძლია გითხრათ, რომ საშუალოდ 10 პროცენტით გაძვირდა“, - განაცხადა გიორგი ჭყონიამ.

 

ფასები საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდა გურჯაანის ნაყინზეც. ჭყონიას მსგავსად შპს „აისი-გურჯაანის ნაყინის“ გენერალური დირექტორმა გურამ ბერიკაშვილიც აცხადებს, რომ ნაყინის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი, რის გამოც ბიზნესი იძულებული გახდა, საფასო პოლიტიკა გადაეხედა.


 

„თავიდან კორონავირუსმა ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია, ხალხი ვერ გადაადგილდებოდა, გაყიდვები დაახლოებით ათჯერ შემცირდა, ჩვენც შეზღუდულები ვიყავით. პრაქტიკულად კომპანია გაჩერებული იყო, ახლა მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა, გასულ წელთან შედარებით გაყიდვები თითქმის იდენტურია. ფასები შეიცვალა, პროდუქტების ფასი საგრძნობლად გაძვირდა, ინგრედიენტები რომელიც ჩვენ გვჭირდება კარაქი, შაქარი, რძის ფხვნილი გაძვირებულია, რის გამოც დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა ნაყინზე ფასმა.  სეზონს ბევრი სიახლით შევხვდით, ასორტიმენტი გავზარდეთ, ვირუსის არ გვეშინია ვმუშაობთ 24 საათი“, - აცხადებს გურამ ბერიკაშვილი.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up