ნაყინის მწარმოებელ კომპანიებს გაყიდვები 15-20%-ით გაეზარდათ - „ქვეყანაში ნაყინზე კონტროლი მუდმივად უნდა ხდებოდეს“

ნაყინის მწარმოებელ კომპანიებს გაყიდვები 15-20%-ით გაეზარდათ - „ქვეყანაში ნაყინზე კონტროლი მუდმივად უნდა ხდებოდეს“

access_time2018-05-16 17:00:00

ნაყინის მწარმოებელი კომპანიები ახალ სეზონს განახლებული ასორტიმენტით ხვდებიან.

 

2018  წლის ზაფხულის სეზონის მოახლობასთან ერთად ნაყინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობენ. „კომერსანტი დაინტერესდა, როგორ სეზონს ელიან ნაყინის მწარმოებელი კომპანიები და რა სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებლებს.

 

როგორც ჩვენთან საუბრისას ირკვევა, სიახლეების გარდა კომპანიების დამფუძნებლები, თუ მისი წარმომადგენლები ქვეყანაში ნაყინზე ხარისხის კონტროლსაც დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

ნაყინის კომპანიებს გასულ წელთან შედარებით გაყიდვების ზრდა აქვთ. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ ბიზნესში გაყიდვების ზრდა დაახლოებით 15-20%-ით შეინიშნება.

 

კომპანიაბარამბო ნაყინის სეზონს ბევრი სიახლით ხვდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წელსაც მათ მრავალფეროვანი ასორტიმენტი ექნებათ. კომპანიას მიმდინარე წლის აპრილში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 20%-იანი ზრდა აქვს.

 

„ჩვენ მომხმარებელს ზაფხულის სეზონზე სრულიად პროდუქციას ბანანის ესკიმო ნაყინს მარწყვის შიგთავსით შევთავაზებთ. ასევე გამოვუშვებთ ჟოლოს ნაყინს მანგოს შიგთავსით.

რაც შეეხება საბავშვო ბრენდ „ბარამბინოს“, წელს მან შოკოლადის ესკიმო ვანილის შიგთავსით გამოუშვა, ასევე მარწყვის ესკიმო მარწყვის მინანქრით. რაც შეეხება საოჯახო მიმართულებას, ჩვენ ნაყინი ცოცხალი ხილით გამოვუშვით ატმის, მაწყვის და ანანასის შემცველობით,“ - განაცხადეს „ბარამბოში“


 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ქვეყანაში ნაყინზე კონტროლი მუდმივად უნდა ხდებოდეს. ხოლო დაბალხარისხიან და დაბალფასიან პროდუქციასთან კონკურენციას რაც შეეხება „ბარამბოში“ მიიჩნევენ, რომ ისინი მომხმარებლს მაღალი ხარისხის პროდუქციას დაბალ ფასად სთავაზობენ, ამიტომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები არიან.

„ჩვენ მუდმივად გავდივართ კონტროლს და ეს ასეც უნდა იყოს, რათა ქვეყანაში უხარისხო ნაყინის გაყიდვა არ მოხდეს,“ - აღნიშნავენ „ბარამბოში“.

 

 

როგორც „კომერსანტს“ „ლუკა პოლარეს“ დირექტორმა ტატო მახარაძემ განუცხადა,  ბრენდმა ზაფხულის სეზონისთვის პრემიუმ კლასის ნაყინი გამოუშვა. ბოლო მონაცემით მიმდინარე წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „ლუკა პოლარეს“ გაყიდვების 10-15%-იანი ზრდა აქვს.

 

„ჩვენ ზაფხულის სეზონი უკვე დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ახალი გემოები გვაქვს. მაგალითად სიახლეა ის, რომ პრემიუმ ხაზი გამოვუშვით. მის შემადგენლობაში ისეთი პროდუქცია შედის როგორიცაა ავსტრალიური თხილი,“ - განმარტა ტატო მახარაძემ.

 

მისივე თქმით, „ლუკა პოლარეს“ დირექტორი დაბალფასიან ბრენდებთან კონკურენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის კონკურენციაც კონკურენციის ერთ-ერთი სახეა. ტატო მახარაძეს მიაჩნია, რომ უხარისხო პროდუქციის დაგემოვნებაზე უმჯობესი ხარისხიანია და მასში შედარებით მაღალი ფასის გადახდაც უმჯობესია,“ - განაცხადა მახარაძემ.

 

 

ნაყინ პინგოს მწარმოებელი კომპანია „4 ბროსის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიტალი გელაშვილი აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ძირითადი სამიზნე მაღალხარისხიანი ბრენდების კონკურენციაა. კომპანიას წინა წელთან შედარებით 2018 წელს გაყიდვები დაახლოებით 40%-ით გაეზარდა.


ქაღალდში შეფუთული ნაყინის ახალი სახეობა დავამატეთ და ის ბაზარზე უკვე არსებულზე მეტად ცხიმიანი იქნება.


რაც შეეხება მაღალხარისხიან ბრენდებთან კონკურენციას ვთვლი, რომ ჩვენ ამ ეტაპზე შედარებით მეტი სამუშაო გვაქვს, რათა მათ კონკურენცია გავუწიოთ“, - აღნიშნა გელაშვილმა.

 





საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი
person access_time2018-10-19 17:30:00
„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ. 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას...

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა
person access_time2018-10-19 16:30:33
2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა. რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში...

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ
person access_time2018-10-19 15:30:08
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ,  — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებაში. არასამართავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების...


მსგავსი სიახლეები

up