ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა სექტემბერში ახალი რეკორდი მოხსნა

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა სექტემბერში ახალი რეკორდი მოხსნა

access_time2020-11-07 20:00:53

ელექტრომობილებისა თუ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების წილის ზრდის მიუხედავად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სისტემატურად მატულობს. გასულ სექტემბერს მისმა წილმა 1 მლნ-დან 411.29 ნაწილაკს მიაღწია, რაც 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 2.75-ით, ხოლო 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 8.02 ნაწილაკით აღემატება.


CO2 გარკვეული დოზით სიცოცხლისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მის გარეშე პლანეტა გაიყინებოდა, თუმცა მისი კონცენტრაციის ზრდა გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. თეორიულად ნახშირორჟანგის ძალიან დიდ ოდენობას დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობაც შეუძლია, დღეს კაცობრიობა მსგავსი აპოკალიფსური საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ გლობალური დათბობის არსებული ტემპიც კი პირდაპირი და ირიბი გზებით, რაც მიწების გაუდაბნოებას და მოუსავლიანობას, შიმსილსა და სასმელი წყლის დაბინძურებას იწვევს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.


პირველ ინდუსტრიულ რევოლუციამდე XIX საუკუნის დასაწყიში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ბუნებრივი დონე 1 მლნ-დან 280 ნაწილაკს წარმოადგენდა. კონცენტრაციის ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაჩქარდა.


2015 წლის პარიზის კლიმატის შეთანხმებით სახელმწიფოებემა პირობა დადეს, რომ ნახშირორჟანგის ემისიას მნიშვნელოვნად შეამცირებდნენ. მიზანი საუკუნის ბოლომდე საშუალო ტემპერატურის მაქსიმუმ 2 გრადუსით მატებაა, ნაცვლად 6 გრადუსისა, იმ შემთხვევაში თუ წიაღისეული საწვავის მოხმარება არსებული ტემპით გაგრძელდება.



გასულ ათწლეულებში სახელმწიფოებს ეკოლოგიური პროგრამების განსახორციელებლად დიდი ძალისხმევა ესაჭიროებოდათ, რადგან მზის და ქარის ელექტროსადგურები ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებს სუბსიდიის გარეშე ფასით კონკურენციას ვერ უწევდა. ელექტრომობილები იმავე კლასის შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით ძვირი ღირდა და 1 დამუხტვით მცირე მანძილს გადიოდა. დროთა განმავლობაში ტექნოლოგიები გაიაფდა და ის უკვე ეკონომიკურად მომგებიანად იქცა. განახლებადი ენერგიის წილი სწრაფი ტემპით იზრდება თუმცა წიაღისეულ საწვავს ჯერჯერობით სრულფასოვან კონკურენციას ვერ უწევს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up