Microsoft-მა გადაწყვიტა, 2030 წლისთვის ჰაერი ნახშირბადისგან უფრო აქტიურად გაწმინდოს, ვიდრე მას მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ. TechSpot-ის ცნობით, ეკოლოგიურ მიზნებზე კომპანია მილიარდ დოლარს დახარჯავს.
კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სრულად გაწმინდოს იმ ნახშირბადისგან, რომელიც 1975 წელს დაფუძნების შემდეგ ატმოსფეროში დატოვა. მათივე განცხადებით, ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა ყველას მოუწევს, ყველაზე მდიდრები კი მოწინავე რიგებში უნდა იყვნენ.
კომპანია მუშაობს ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც Microsoft-ის მიმწოდებლებსა და კლიენტებს ნახშირბადით ჰაერის დაბინძურების შემცირების საშუალებას მისცემს.
Imedinews