იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტი 5,4%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული 2022 წლის პირველ ნახევარში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 8 711 151.6 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 9 177 360.9 ათასი ლარი, ანუ 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 105.4%, ხოლო წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 53.3 %.
იანვარ-ივნისში გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 871 000.0 ათასი ლარი იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 8 045 069.7 ათასი ლარი, 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 102.2%, ხოლო წლიური მაჩვენებლის 51.7%. საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 1 098 198.7 ათასი ლარი.
გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 193 834.6 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 230 365.8 ათასი ლარი, ანუ 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 118.8%, ხოლო წლიური მაჩვენებლის 54.6%.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 646 317.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 901 925.5 ათასი ლარი, ანუ 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 139.5%, ხოლო წლიური მაჩვენებლის 73.6%.
არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 206 991.3 ათასი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის (185 500.0 ათასი ლარი) 111.6%-ია, ხოლო წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 46.0%.
ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 66 071.9 ათასი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებელის (65 100.0 ათასი ლარი) 101.5%-ია, ხოლო წლიური საპროგოზო მაჩვენებლის 50.8%.