მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დღეს დილას, ვაჭრობა ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნით დაიწყო. ინდექსი РТС - 3,77%-ით, 1028 პუნქტით დაეცა. მოსკოვის ბირჟის ინდექსი კი 2480 პუნქტით. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ასევე აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებით, რუბლის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა. 1$ ღირებულებამ 75,97 რუბლი შეადგინა, ხოლო ევრო - 82,38 რუბლი. აშშ დოლარი 42 კაპიკით, ხოლო ევრო 39 კაპიკით გაძვირდა.
ექსპერტების შეფასებით, რუბლი WTI მარკის ნავთობზე ფასის ვარდნის პარალელურად გაუფასურდა.
20 აპრილის ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობისას ნავთობის ფასი ისტორიაში პირველად ნეგატიური გახდა.
imedinews.ge