ნავთობზე მოთხოვნა დღე–ღამეში 6 მლნ ბარელით გაიზრდება – OPEC

ნავთობზე მოთხოვნა დღე–ღამეში 6 მლნ ბარელით გაიზრდება – OPEC

access_time2021-06-11 15:00:35

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) უცვლელად დატოვა 2021–ში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი: 5,95 მლნ ბარელით – 96,58 მლნ ბარელამდე დღე–ღამეში. ამის შესახებ კარტელის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ლოქდაუნის შემსუბუქებისა და საზღვრების გახსნის ფონზე მოსახლეობის მობილობის ზრდა ნავთობის მოხმარების მაჩვენებლებს გააუმჯობესებს მეორე კვარტალში, რაც თავის მხრივ, პირველ კვარტალში პროგნოზირებულზე ნაკლებ მოთხოვნას დააბალანსებს, წერენ OPEC–ის ანალიტიკოსები.

მათი მოლოდინით, მეორე კვარტალში დღე–ღამური მოთხოვნა 95,26 მლნ ბარელი იქნება, ნაცვლად პირველი კვარტლის 92,93 მლნ ბარელისა.

ამავე დროს, OPEC–მა წლის მეორე ნახევრის პროგნოზები გაზარდა: III კვარტალში მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღე–ღამეში 98,18 მლნ ბარელს მიაღწევს (წინა პროგნოზში 97,9 მლნ ბარელი იყო ჩადებული), ხოლო IV კვარტალში მოთხოვნა 99,82 მლნ ბარელამდე გაიზრდება (ნაცვლად ნავარაუდევი 99,74 მლნ ბარელისა).


OPEC–ის პროგნოზით, რუსეთში 2021 წელს თხევადი ნახშირწყლების მოპოვება მცირედით გაიზარდება – 10,63 მლნ ბარელამდე დღე–ღამეში (2020–ში ეს მაჩვენებელი 10,59 მლნ ბარელს შეადგენდა).

საუდის არაბეთში, ვენესუელასა და ირანში წარმოების ზრდის ფონზე, OPEC–ის წევრ ქვეყნებში მაისში დღე–ღამეში ნავთობმოპოვება 390 000 ბარელით გაიზარდა 25,46 მლნ ბარელამდე.





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up