Brent-ის მარკის ნავთობი რეკორდულად გაიაფდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბარელზე ფასი ბოლო ვაჭრობისას $55,93-მდე დაეცა. ნავთობზე ფასი ერთ დღეში 2,45%-ით შემცირდა. ბოლოს ნავთობის ფასი მინიმუმზე 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირდა და ბარელზე $56 შეადგინა.
მანამდე 2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის მოწვევას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.
იანვარში ნავთობზე ფასი 10%-ით შემცირდა.
Brent-ის ტიპის ნავთობზე, 27 იანვარს ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას, ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1-ლი ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა.
Imedinews