ევროკავშირის დაწესებულმა ემბარგომ რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე მთლიანად გადახაზა აზიისკენ მიმავალი ტრადიციული მარშრუტების რუკა. შედეგად, გაზრდილი მარშრუტის გამო გადაზიდვის ხარჯები გაორმაგდა და სუპერტანკერების ყოველდღიურმა შემოსავალმა ოთხწლიან მაქსიმუმს, 99,600 დოლარს მიაღწია.
ამის შესახებ Bloomberg-ი მსოფლიოში უმსხვილესი გემების ბროკერის Clarkson Research Services-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ინდუსტრიის მთავარი მაჩვენებელი, ტონა-მილი, რაც არის ტრანსპორტირებული საქონლის მოცულობა, გამრავლებული განვლილ მანძილზე, წელს გაიზრდება 4.3%-ით. ინდუსტრიის უმსხვილესმა სუპერტანკერების ყოველდღიურმა მოგებამ 99,628 აშშ დოლარს მიაღწია, რაც საბაზისო მარშუტზე ოთხჯერ აღემატება ბოლო წლების საშუალო მაჩვენებლებს“, - ნათქვამია ანგარიშში.