ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის იმპორტი ზრდას განაგრძობს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის იმპორტი ზრდას განაგრძობს

access_time2021-09-16 12:40:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 743,7 ათასი ტონა, რაც 27,6 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით და 66,9 ათასი ტონით ანუ 9,9%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (676,8 ათასი ტონა) შედარებით.



„მათ შორის, 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 381,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 337,8 ათასი ტონა - 43,5 ათასი ტონით ანუ 12,9%-ით),ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 362,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 378,3 ათასი ტონა - 15,9 ათასი ტონით ანუ 4,2%-ით).



კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 246,7 ათასი ტონა (64,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 127,5 ათასი ტონა (33,4%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 7,1 ათასი ტონა (1,9%);




მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 169,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 147,1 ათასი ტონა - 19,8%; აზერბაიჯანი - 138,2 ათასი ტონა - 18,6%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 17,6%; ბულგარეთი - 113,1 ათასი ტონა - 15,2%; საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა - 2,8%; თურქეთი - 12,7 ათასი ტონა - 1,7%; იტალია - 5,6 ათასი ტონა - 0,8%, ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,3%, და სხვ.



საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბენზინის იმპორტის მნიშვნელოვანი მატებით. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, ის შემცირებულია იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, გაუმჯობესებულია. შესაბამისად, უნდა ხდებოდეს დიზელის საწვავის როგორც მოხმარების, ასევე იმპორტის ზრდა.



ჩვენი ინფორმაციით, დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინებასთან, რომელიც ხდება აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი).



ასევე პირველი შემთხვევაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თურქმენეთი გახდა საქართველოში საწვავის (91 ტიპის რეგულარი ტიპის ბენზინი და დიზელის საწვავი) სტაბილურად ძირითადი მომწოდებელი“ – ნათქვამია განცხადებაში.





თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up