ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საავტომობილო ზეთების იმპორტის მაჩვენებელი უმჯობესდება, საავიაციო ნავთის - ფაქტიურად უცვლელი რჩება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საავტომობილო ზეთების იმპორტის მაჩვენებელი უმჯობესდება, საავიაციო ნავთის - ფაქტიურად უცვლელი რჩება

access_time2020-10-16 15:00:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტმა შეადგინა 13,78 ათასი ტონა, რაც 0,88 ათასი ტონით ანუ 6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,66 ათასი ტონა) შედარებით.


„ქვეყნების მიხედვით, მ/წლის 9 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,20 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,15 ათასი ტონა (15,6%), გერმანია - 1,19 ათასი ტონა (8,6%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (7%), და სხვ.



მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 43,1 ათასი ტონა, რაც 37,7 ათასი ტონით ანუ 46,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (80,8 ათასი ტონა) შედარებით.




2020 წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,3% (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,5% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,1% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.



საცხებ-საპოხი მასალებისა (საავტომობილო ზეთი) და საავიაციო ნავთის იმპორტის კლება პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო ნავთის იმპორტთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპამდე ფაქტიურად სურათი არ შეცვლილა. კერძოდ, დაწყებული მაისის თვის ბოლოდან საავიაციო ნავთის იმპორტის მაჩვენებელი ფაქტიურად ერთი და იგივე ნიშნულზე დგას. რაც შეეხება საცხებ-საპოხ მასალებს (საავტომობილო ზეთი), სიტუაცია გაცილებით უკეთესადაა. კერძოდ, თუ მაისის თვის ბოლოს საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტის კლება წლის გაანგარიშებით 20%-იან ნიშნულზე იდგა, შემდგომ თვეებში შეზღუდვების მოხსნისა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შემდეგ მისი იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს და შედეგიც ციფრების სახით სახეზე გვაქვს (იმპორტის კლება 6%-მდე შემცირდა)“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up