ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: ნავთობზე ფასები იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: ნავთობზე ფასები იზრდება

access_time2021-10-12 14:50:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 10,71 დოლარით/ბარელზეანუ 14,7 პროცენტით და დღეისათვის შეადგენს 83,65 დოლარს/ბარელზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ“.



„რაც შეეხება ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟას, York Mercantile Exchange-ის სანავთობო ბირჟაზე 1 სექტემბრიდან დღემდე ნავთობის ფასი გაზრდილია 11,93 დოლარით/ბარელზე ანუ 17,4 პროცენტით და დღეისათვის შეადგენს 80,52 დოლარს/ბარელზე, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.



ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია ნავთობზე არსებული მოთხოვნილება-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსით. კერძოდ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობზე მოთხოვნილება მისი მიწოდების დეფიციტის პირობებში. რაც შეეხება ნავთობზე დეფიციტს, მას განაპირობებს „ოპეკი +“-ის მიერ წარმოებული პოლიტიკა ნავთობის მოპოვების კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, მ/წლის 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე უცვლელი დარჩა ადრე მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ყოველთვიური მოპოვების (400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში) გაზრდასთან დაკავშირებით.



ნავთობის მოთხოვნილების ზრდას თავის მხრივ განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი და ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე არსებული რეკორდულად მაღალი ფასები, რაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აიძულებს გადავიდნენ ალტერნატიული საწვავის მოხმარებაზე.




ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე გაზრდილია დაახლოებით 44.25 დოლარით/ტონაზე ანუ 5,9%-ით 791.25 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან გაზრდილია დაახლოებით 54.5 დოლარით/ტონაზე ანუ 8.2%-ით (1 სექტემბრიდან გაზრდილია 130 დოლარით/ტონაზე ანუ 22%-ით) 722.50 დოლარამდე/ტონაზე.



რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელში არსებულ ფასებს, სექტემბრის თვეში საწვავაზე ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საბითუმო ბაზარზე, რამაც განაპირობა ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირდა საწვავის ფასის მატება.



კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე; სუპერი ტიპის ბენზინი - 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე; ევრო დიზელის საწვავი - 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე; დიზელის საწვავი - 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up