ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: მარტის თვეში ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: მარტის თვეში ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება

access_time2020-03-31 17:00:51

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, „მიმდინარე წლის მარტის თვეში ფიქსირდება ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ, მარტის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 28.37 დოლარით/ბარელზე ანუ 55.5%-ით 51,13 დოლარიდან 22.76 დოლარამდე/ბარელზე“.



„ნავთობის მიმდინარე ფასებზე გავლენას ახდენს პირველ რიგში COVID-19-ის პანდემია. აღნიშნული პანდემიის შედეგად ნავთობზე მოთხოვნილება უკვე მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, კერძოდ, სხვადასხვა გათვლებით საუბარია ნავთობზე მოთხოვნილების 20-25%-იან კლებაზე. ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება განპირობებულია ძირითადად COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინითა და ავიამიმოსვლის მნიშვნელოვანი შეჩერებით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფება დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი, რაც ამცირებს სატრანსპორტო მიმოსვლას და აქედან გამომდინარე, ნავთობის მოხმარებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 60% სწორედ საავტომობილო მოხმარებას განეკუთვნება.
ამას დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს ჩაიშალა "ოპეკი +"-ის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგება. რუსეთი და საუდის არაბეთი ვერ შეთანხმდნენ ვერც მოპოვების შემდგომ შემცირებაზე და ვერც გარიგების არსებული პირობების გაგრძელებაზე. კერძოდ, საუდის არაბეთი სთავაზობდა „ოპეკი +“-ს ყოველდღიური მოპოვების 1.5 მლნ ბარელით შემცირებას, რასაც არ დასთანხმდა რუსეთი. რუსეთს, თავის მხრივ, სთხოვდნენ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების 300 ათასი ბარელით შემცირებას. აღნიშნული შეთანხმება ძალაში იყო 2017 წლის დასაწყისიდან. ამ შეთანხმების მიუღწევლობის გამო მ/წლის 1 აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვა „ოპეკი +“-ის ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ.



ყოველივე აქედან გამომდინარე, კორონავირუსის გამო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება და „ოპეკი +“-ის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების მიერ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის შეცვლას, რომელიც ძირითადად მიმართულია მოპოვების ზრდისკენ. ეს ყველაფერი კი ხდება სანავთობო ბაზრებზე უპრეცედენტო გაურკვევლობის შექმნის მიზეზი. შედეგად, დღეს გვაქვს ის, რომ გადავსებულია ყველა მსხვილი ნავთობსაცავი, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ტერმინალი, მათ შორის საზღვაო ტანკერები. ამან კი უახლოეს პერიოდში შეიძლება შექმნას ნავთობის საცავებში თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა.




რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას, პირველ რიგში უნდა შევეხოთ საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. მიმდინარე თვეში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, მარტის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,7835 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,2845 ერთეულს.



რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო პერიოდში ფიქსირდება საწვავის ფასის კლება. კერძოდ, თებერვლის თვის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 25-30 თეთრით ლიტრაზე. დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,20-2,35 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,36-2,45 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,53-2,58 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,43-2,49 ლარი/ლიტრაზე“- ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up