ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (16,1 ათასი ტონა) შედარებით და 11,9 ათასი ტონით ანუ 43,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (27,5 ათასი ტონა) შედარებით.
„აქედან იმპორტის 64,1% (10,0 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 32,1% (5,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, 3,8% (0,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 72,9 ათასი ტონა, რაც 37,6 ათასი ტონით ანუ 34%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (110,5 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 60,4% (44,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 22,2% (16,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 10,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 4,4% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი - 1,2% (0,9 ათასი ტონა), თურქეთი - 1,1% (0,8 ათასი ტონა),გაერთიანებული ემირატები - 03% (0,2 ათასი ტონა).
სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია Covid 19 - ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არ ხდება სანავთობო ბიტუმის იმპორტი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში იყო ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი“ – ნათქვამია განცხადებაში.