ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: დიზელის საწვავის იმპორტი პანდემიის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: დიზელის საწვავის იმპორტი პანდემიის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაიზარდა

access_time2020-09-24 15:20:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 50,6 ათასი ტონით ანუ 15,4%-ით, ხოლო ბენზინის იმპორტი შემცირდა 11,3 ათასი ტონით ანუ 3,2%-ით.


„ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 39,3 ათასი ტონით ანუ 5,8%-ით.



2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი - 32,8%; აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 20,5%; რუმინეთი - 18,8%; თურქმენეთი - 8,7%; ბულგარეთი - 8,6%; საბერძნეთი - 4,1% და ა.შ.
აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიისათვის მეტად რთული არის COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე.


გარკვეული დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა კარანტინი; შეზღუდულ იქნა მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ტურიზმის სფერო, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საწვავის მოხმარებაზე.




მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს ფიქსირდება ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ნავთობპროდუქტებიდან საბიუჯეტო შემოსავლები არ შემცირდება.



საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების (გზების მშენებლობა და ა.შ.) დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას (მ/წლის პირველი 8 თვის განმავლობაში გაზრდილია 13,3%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა აღურიცხავი საწვავის შემოდინება ქვეყანაში საქართველოზე ტრანზიტად გამავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ. თუმცა მიმდინარე წლის 6 აპრილს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება №92, რომლის ამოქმედების შემდეგაც მკვეთრად შეიზღუდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავზებით საწვავის შემოტანა და ზოგადად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა აღურიცხავი პროდუქციის ბაზარზე განთავსება.



რაც შეეხება მიმდინარე წელს ბენზინის იმპორტის შემცირებას, ის ფაქტიურად დაკავშირებულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებთან, მათ შორის კერძო ავტომფლობელებისათვის, დისტანციური სამუშაოსა და სასწავლო პროცესებიდან გამომდინარე სატრანსპორტო მიმოსვლის კლებასთან, ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვან შემცირებასთან – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up