ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - 3 თვის განმავლობაში საწვავის ფასის 70-80 თეთრით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - 3 თვის განმავლობაში საწვავის ფასის 70-80 თეთრით შემცირდა

access_time2020-06-19 14:55:11

ბოლო თვეებში საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ მარტის თვის დასაწყისში ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენდა 51,9 დოლარს/ბარელზე, პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე მან კლება დაიწყო და მარტის თვის ბოლოს შეადგენდა უკვე 22,74 დოლარს/ბარელზე. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს მატებას.


„დღეისათვის (19.06.2020წ.) ნავთობის ფასი შეადგენს 41.51 დოლარს/ბარელზე. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყებას, როდესაც ხდება ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, რაც თავისთავად იწვევს ნავთობზე მოთხოვნილების მატებას. ასევე მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 16 ივნისს გამართულ „ოპეკი +“-ის მინისტრთა საკომიტეტო სხდომაზე, რომლის თანახმადაც ნავთობის მოპოვების შემცირების უპრეცედენტო შეთანხმება კიდევ 1 თვით გაგრძელდა (9,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში). ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების ზრდამ, თავის მხრივ გამოიწვია S&P Global Platt’s-ის მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი მატება, რის შედეგადაც არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დაფიქსირდა ფასების ზრდა საშუალოდ 5-10 თეთრი/ლიტრაზე.



რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, მოხდა საწვავის ფასის შემცირება, ეტაპობრივად საშუალოდ 70-80 თეთრით/ლიტრაზე და დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,74-1,89 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,85-1,99 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 1,86-1,99 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 1,79-1,92 ლარი/ლიტრაზე,”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up