ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: 2019 წელს საქართველოში საწვავის იმპორტი კვლავინდებურად  მაღალ ნიშნულზე იდგა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: 2019 წელს საქართველოში საწვავის იმპორტი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იდგა

access_time2020-01-16 12:18:39

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1096,0 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით ანუ 0,26%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1098,9 ათასი ტონა).



მათ შორის, 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 544,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 551,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით).



საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 355,6 ათასი ტონა ანუ 65,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 176,9 ათასი ტონა ანუ 32,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 11,8 ათასი ტონა ანუ 2,2%. გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია პრემიუმი ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტის წილობრივი მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით რეგულარის ტიპის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე.




ქვეყნების მიხედვით 2019 წლის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 329,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 300,0 ათასი ტონა (27,4%), აზერბაიჯანი - 170,2 ათასი ტონა (15,5%), თურქმენეთი - 119,4 ათასი ტონა (10,9%); ბულგარეთი - 92,4 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთი - 60,7 ათასი ტონა (5,5%), თურქეთი - 19,8 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.



წლის პირველ ნახევარში დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა იყო უარყოფითი, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ის გამოსწორდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ წესით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო ისევე როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ.. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრი ბაზარზე პერიოდულობით ჩნდება აღურიცხავი პროდუქცია, რაც არ იძლევა ამის საშუალებას.



რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს.




თეგები:
საწვავი



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up