“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის”, “ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაციისა” და “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ერთობლივი განცხადება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის”, “ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაციისა” და “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ერთობლივი განცხადება

access_time2020-06-08 11:20:11

საქართველოს პარლამენტში განხილვაშია კანონპროექტი საქართველოს „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის“ შესახებ, რომელიც ეხება თხევადი გაზის (ერთ-ერთი სახის ნავთობპროდუქტი) იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში დღეს არებული მანკიერი პრაქტიკისა და შესაბამისად დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას. კერძოდ, თხევადი გაზის იმპორტისას დაბეგვრის მოქმედი მოდელი მკვეთრად ზღუდავს კონკურენტულ გარემოს, არათაბარ მდგომარეობაში აყენებს ერთი და იგივე ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიებს და იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მილიონობით დანაკარგებს.


აქციზის გადასახადით დაბეგვრის მოქმედი ე.წ. ორ ეტაპიანი რეჟიმი გულისხმობს, პირველ ეტაპზე, პროდუქციის განბაჟებისას, ყოველ 1000 კგ-ზე აქციზის გადასახადის სახით 120 ლარის გადახდას, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის მიწოდება ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად, მეწარმეების მიერ უნდა ხდებოდეს რეალიზაციის შემდგომ აქციზის გადასახადის სახით დამატებით 180 ლარის გადახდა.


სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მაშინ როცა საქართველოში იმპორტირებული თხევადი გაზის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად გამოიყენება, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს იმპორტირებული თხევადი გაზის მხოლოდ 30.8%-ის განბაჟება მოხდა როგორც კომერციული გაზი (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მისაწოდებლად), 2019 წელს კი ამ მაჩვენებელმა უკვე მხოლოდ 23.4%-ს შეადგინა.


კანონპროექტი ითვალისწინებს ერთ ეტაპიანი დაბეგვრის მოდელის შემოღებას, რომლის მიხედვითაც იმპორტიორები, იმპორტის განხორციელებისთანავე მოახდენენ ერთიანი აქციზის გადასახადის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში, ისევე როგორც ეს ხდება სხვა ნებისმიერი ნავთობპროდუქტის იმპორტისას.


კანონპროექტით განსაზღვურლი მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება უაქციზო სასაქონლო კოდებს. კერძოდ, დღეისათვის საგადასახდო კოდექსში არსებობს “საგადასახადო ხვრელი”, რაც გულისხმობს ნავთობპროდუქტის, ამ შემთხვევაში თხევადი გაზის, იმპორტს აქციზის გადასახადის გადახდის გარეშე.



თუ ზემოაღნიშულ სასაქონლო კოდზე (2901100000000) 2016 წელს იმპორტირებული იყო მხოლოდ 1.7 ტონა თხევადი აირი, 2019 წელს ამ სასაქონლო კოდის გამოყენებით იმპორტირებულმა თხევადმა აირმა უკვე 12.6 ათასი ტონა შეადგინა და ამ ოპერაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო “ნულოვანი შემოსავალი”.


ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტებია. შესაბამისად, არ შეიძლება ამ პროდუქტებზე დაწესებული აქციზის გადასახადის ურთიერთპროპორცია არ ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დღევანდელი მდგომარეობით, თხევად გაზზე, ბუნებრივ გაზთან შედარებით დადგენილი მნიშვნელოვნად დაბალი აქციზის გადასახადი არასამართლიან და არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს ბუნებრივ გაზს. ამ ვითარებამ უკვე მოიტანა თავისი მკვეთრად უარყოფითი შედეგი: უკანასკნელ პერიოდში დაიხურა 35-ზე მეტი ბუნებრივი გაზის სადგური, დაიკარგა სამუშაო ადგილები და ჩადებული ინვესტიციები. ბუნებრივი გაზის სადგურების დახურვის პროცესი დღესაც გრძელდება. აქვე ცნობისათვის: ბუნებრივი გაზის სადგურის მშენებლობას 20-25 ჯერ მეტი ინვესტიცია სჭირდება ვიდრე თხევადი გაზის სადგურის მოწყობას.


ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დამოკიდებული აქციზის განაკვეთის პროპორცია ამ პროდუქტებს შორის არის მათი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. ბუნებრივი გაზი არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი, რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მასზე დაწესებული აქციზის განაკვეთი, აქციზის გადასახადის ბუნებიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაბალი ვიდრე თხევად გაზზე. ამასვე ცხადყოფს საერთაშორისო პრაქტიკაც.


თხევადი გაზი არის ნავთობპროდუქტი და იგი მიიღება ნავთობის გადამუშავების შედეგად ქიმიური პროცესების მეშვეობით. ბუნებრივი გაზი კი ორგანული ნაერთია, რომელიც ბუნებაში პირდაპირი სახით მოიპოვება ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ამას გარდა, იგი უფრო მსუბუქია ვიდრე თხევადი გაზი და დაღვრის დროს მისი გაფრქვევა ხდება ჰაერში. შესაბამისად, იგი, სხვა საწვავებისგან განსხვავებით, არ იღვრება ნიადაგში და არ იწვევს მის დაბინძურებას.


წინამდებარე განცხადებაზე ხელისმომწერი ასოციაციები, რომლებიც აერთიანებენ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების დიდ უმრავლესობას, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რომ მოხდეს ყველა ტიპის თხევად გაზზე ერთიანი აქციზის შემოღება და იგი 1 ტონაზე განისაზღვროს მინიმუმ 450 ლარით. ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ აქციზის განაკვეთებს შორის სამართლიანი პროპორციის დადგენის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ნავთობპროდუქტებისა და გაზის ინდუსტრიაში სამართლიანი, კონკურენტული და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბება და ყველა მონაწილისათვის ერთნაირი სასტარტო პირობების შექმნა, რაც არის ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ბიზნესის განვითარების ქვაკუთხედი.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up