ნავთობმა გაუფასურების მორიგი რეკორდი მოხსნა

ნავთობმა გაუფასურების მორიგი რეკორდი მოხსნა

person access_time2016-01-12 09:56:37

გუშინ ნავთობის ფასი ერთბაშად 5%-ით გაუფასურდა და ბოლო 12 წლის მინიმალურ მაჩვეენბელზე დაფიქსირდა. მოთხოვნა-მიწოდების არაადექვატური მაჩვენებლების გარდა ნავთობის გაუფასურებაზე ამჯერად გავლენა ჩინეთის ეკონომიკურმა პრობლემებმაც იქონია. 


გუშინ ჩინეთის ნაციონალურმა ბანკმა ხელოვნურად აწია იუანის კურსი. თუმცა აქციების ფასი კვლავინდებურად დაეცა. ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ჩინეთის ცენტრალური ბანკი ხელოვნურად დაბლა წევდა იუანის კურსს. 2015 წლის განმავლობაში ის დოლართან მიმართებაში 5%-ით გაუფასურდა. 2016 წლის პირველი კვირაში კი კურსი ერთბაშად 1.6%-ით დაეცა.ჩინეთი ამერიკის შემდე დღეში 10,5 მილიონი 


ბარელის მოხმარებით მსოფლიოში ნავთობის მეორე იმპორტიორი გახლავთ. ქვეყანა ნავთობს დოლარში ყიდულობს. იუანის გაუფასურება და დოლარის გაძლიერება კი მისი მხრიდან მოთხოვნას ამცირებს რაც თავისთავად აისახება კიდეც ნავთობის ფასზე. 


მორგან სტენლის ანალიტიკოსების პროგნოზით იუანის კიდევ უფრო გაუფასურება ნავთობის ფასის 20 დოლარამდე ჩამოსვლის პერსპექტივას სულ უფრო რეალურს ხდის. ამასთან ევროპელი  

ლიდერების მხრიდან უკვე კეთდება განცხადებები ირანისვის სანქციების მოხსნაზე გადაწყვეტილების შესახებ, რაც  პერსპექტივაში ნავთობის გაუფასურების კიდევ ერთი აუცილებელი პირობა იქნება. 


11.01.2016


„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 



დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:


ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0882 მიმდინარეობს.


შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4519 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 117.46 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:


ოქროზე ფასმა მოიმატა 0.05 %-ით და ვაჭრობა 1096.70 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


დაიკლო ვერცხლის ფასმა 0,08 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 13.86 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 2,32%-ით და ბარელზე შეადგინა 30.68 დოლარი.


 




მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up