ნავთობმა გაძვირება დაიწყო

ნავთობმა გაძვირება დაიწყო

access_time2020-06-09 20:00:39

8 ივნისს Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 3 თვის მაქსიმუმს - 43 დოლარს მიაღწია.ეს მაშინ, როდესაც აპრილში მისი ღირებულება მინუს 40 დოლარამდე ჩამოიშალა, გადავსებული ნავთობსაცავების გამო მომპოვებლები ფულს იხდიდნენ, ოღონდ უსარგებლო შავი ოქრო ვინმეს წაეღო.


მაშინ ფასების ის დრამატული ვარდნა ორმა ფაქტორმა გამოიწვია. პირველი იყო საყოველთაო კარანტინი, რომელმაც საწვავის მოხმარება მთელს მსოფლიოში მკვეთრად შეამცირა. მეორე ფაქტორი რუსეთს და საუდის არაბეთს შორის ნავთობმოპოვების შემცირებაზე შეთანხმების ჩაშლაა.თუმცა, აპრილში ბაზრის მონაწილე ქვეყნებმა შეთანხმების მიღწევა მოახერხეს, რამაც შეამცირა ნავთობის მიწოდების მაჩვენებელი და შესაბამისად, ფასების კატასტროფული ვარდნის პროცესი შეაჩერა.ნავთობის ფასის ზრდას ბოლო დღეებში ხელს მთავარი გარემოება უწყობს - ძირითად ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა.


პარალელურად ნავთობკომპანიების აქციებიც ძვირდება.მაგალითად, ფიკალის ნავთობის ამერიკული კომპანია Occidental Petroleum Corporation-ის აქციების ფასი 50%-ით გაიზარდა, ანალოგიური პროცესი სხვა კომპანიების ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.ბაზრის გამოცოცხლებას ხელი ასევე ოპეკ-ის შეთანხმების გაგრძელებამ და ნავთობმოპოვების შემდგომმა შემცირებამაც შეუწყო.


კიდევ ერთი ფაქტორია ჩინეთში მოხმარების ზრდა.მაისში ჩინეთი დღე-ღამეში რეკორდულ 11,3 მლნ. ბარელს ყიდულობდა. ასევე შავი ოქროს გაძვირებას ხელს ფიკალის ნავთობის მოპოვების ზრდის ტემპების შენელება უწყობს.თუმცა, ექსპერტების აზრით, ყველა ეს ფაქტორი - საშუალოვადიანია და 1-3 თვე მოქმედებს. ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ვითარების უარესობისკენ მკვეთრი შეცვლა. თუმცა, ამისთვის ჯერ არავითარი საფუძველი არ არსებობს.დღევანდელი ტრენდის პირობებში შემოდგომისთვის მოსალოდნელია მოხმარების მატება და ნავთობის ფასის 50 დოლარზე მეტად ზრდა.



საერთაშორისო ეკონომიკა ცალსახად იზრდება, და ამაზე არა მხოლოდ ნავთობის ღირებულება, არამედ სხვა ფაქტორებიც მეტყველებენ - ისეთები, როგორც საქმიანი აქტივობის და საცალო გაყიდვების ზრდა, და ასევე უმუშევრობის დონის შემცირება.ნავთობთან ერთად ასევე სარისკო აქტივები იზრდება.მაგალითად ბიტკოინი, რომლის კურსიც 12-13 მარტს 50%-ით, 3800 დოლარამდე დავარდა, ამჟამად 155%-ით, 9700 დოლარამდეა გაზრდილი.


თუმცა, შორს მიმავალი პროგნოზების დრო ჯერ არ მოსულა.კორონავირუსის პანდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღის შემთხვევაში სიტუაცია შესაძლოა კვლავ გაუარესდეს.ასეა თუ ისე, უახლოეს თვეებში ნავთობის ფასი სავარაუდოდ 50 დოლარს არ გასცდება.კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა პირველზე მძიმე აღმოჩნდეს, შესაბამისად 15 დოლარი ბარელზე - სავსებით რეალისტური პერსპექტივაა.


წყარო:Rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up