„ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაიაფდება, ეს ყველაფერი ნავთობკომპანიებს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აგდებს“-ვანო მთვრალაშვილი

„ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაიაფდება, ეს ყველაფერი ნავთობკომპანიებს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აგდებს“-ვანო მთვრალაშვილი

access_time2020-03-09 16:10:15

„ახლა ნავთობკომპანიებისთვის ყველაზე ცუდი პროცესი დაიწყო - ზოგს მარაგი აქვს, რომელიც ძველ ფასად შეიძინა და  ძველ ფასში ყიდის საწვავს,  ზოგი კომპანია კი ახლა განახორციელებს იმპორტს და შედარებით დაბალ ფასად გაყიდის. ანუ, ზოგმა შეიძლება მოგება ნახოს, მაგრამ სხვებითვის ეს ცვლილება ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზარალის მომტანი იქნება.“  - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის უპრეცედენტო ვარდნასა და საქართველოს საწვავის ბაზრის მომავალზე საუბრობს.


კერძოდ, „ბრენტი“-ს ტიპის შავი ოქრო გაიაფდა მესამედით, 31,4 დოლარამდე 1 ბარელზე.WTI-ს ტიპის  ნავთობის ღირებულება 30,2 დოლარამდე ჩამოვიდა.მოგვიანებით, „ბრენტი“ მცირედით გაძვირდა და 9 მარტის დილისთვის მისმა ფასმა 32, 9 დოლარს მიაღწია.


9 მარტს, ოპეკის წევრი-ქვეყნების შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ნავთობის საერთაშორისო ფასების რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა, რომლს მსგავსიც 2008-2009 გლობალური კრიზისის დროსაც კი არ ყოფილა. რუსეთი ემხრობოდა უკვე არსებული პარამეტრების შენარჩუნებას, საუდის არაბეთი კი სთავაზობდა მოპოვების შემცირებას. საბოლოოდ, შეთანხმება ვერ მოხერხდა,ვერც არსებული კვოტების შენარჩუნებაზე და ვერც ახალი ნორმების დადგენაზე. შედეგად, 1 აპრილიდან ბაზრის მოთამაშეებს მოეხსნათ ყოველგვარი შეზღუდვები - სწორედ ამან მისცა ბიძგი ნავთობის კატასტროფულ გაიაფებას.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფებას  გარდაუვლად მიიჩნევს, თუმცა მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნავთობკომპანიებს არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აგდებს.



„ბოლო 1 თვის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი საშუალოდ12-15 თეთრით  შემცირდა ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, არაბრენდირებულ სადგურებზე შეიძლება უფრო მეტადაც.  რაც შეეხება მიმდინარე და სამომავლო პროცესებს, ბოლო 3 დღეა ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა ფიქსირდება - ეს პირდაპირ კავშირშია კორონავირუსის გავრცელებასთან, რის გამოც, გლობალურ ბაზარზე ნავთობის მოთხოვნილება მცირდება. ამასთან, OPEC plus-ის შეთანხმება ვერ შედგა.  ამ ყველაფერმა ნავთობზე ფასების ჩამოშლა გამოიწვია. ჩვენს ბაზარზე ამის გავლენა გარდაუვალია, მაგრამ რთულია იმის, თქმა თუ როდის. ახლა დაბალფასიანი ნავთობის იმპორტი უნდა განხორცელდეს, რომელიც საწვავის ახალი ფასის დადგენას  ნიშნავს. ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის  კარგია, მაგრამ ბევრი კომპანიისთვის რისკის მომტანია. არის პროგნოზიც, რომ შეიძლება 25 დოლარამდე დავიდეს ბარელი ნავთობის ფასი.“ - განმარტავს მთვრალაშვილი.


1 აპრილიდან ბაზრის მოთამაშეებს მოეხსნათ ყოველგვარი შეზღუდვები - სწორედ ამან მისცა ბიძგი ნავთობის კატასტროფულ გაიაფებას.ზოგადად კი, ოპეკის ფარგლებში რაიმე ტიპის შეთანხმება ყოველთვის ძალიან რთულია.პირველ რიგში იმიტომ, რომ მინიმალურად მისაღები ფასი ყველა ქვეყანას თავისი აქვს. მაგალითად, უდეფიციტო ბიუჯეტისთვის საუდის არაბეთს სჭირდება ნავთობის ფასი მინიმუმ 75 დოლარი ბარელზე, ქუვეითს - 54, ემირატებს - 60, ომანს 75, ყატარს - 47.


სხვა ქვეყნებში სიტუაცია უარესია - მდიდარ სანავთობო მონარქიებს აქვთ ფინანსური საშუალებები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ეკონომიკური სტაბილურობა რამდენიმე წლის მანძილზე, თუმცა, სხვა, უფრო ღარიბ და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებს, ამის ფუფუნება არა აქვთ. ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორც ალჟირი, ნიგერია, ანგოლა, ვენესუელა და ა.შ, ზედაბალი ფასი ნავთობზე ნიშნავს დაუყოვნებლივ კატასტროფას.


რუსეთს ბიუჯეტის ფორმირებისთვის სჭირდება მინიმალური ფასი 42 დოლარი, თუმცა, ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის თქმით, ქვეყანას გააჩნია ფინანსური მარაგი, რომელიც მისცემს მთავრობას სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას 4 წლის მანძილზე.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up