ნავთობის მსოფლიო ფასები კვლავ დაეცა

ნავთობის მსოფლიო ფასები კვლავ დაეცა

person access_time2016-01-26 16:00:57

ნავთობის მსოფლიო ფასები კვლავ დაეცა მას შემდეგ რაც ნავთობის უდიდესმა ექსპორტიორმა ქვეყანამ- საუდის არაბეთმა განცხადება გააკეთა, რომ იგი აპირებს შეამციროს ხარჯები ენერგო-პროექტებზე. გარდა ამისა, ნავთობის გაიაფებას ხელი შეუწყო ჩინეთში დიზელის საწვავზე მოთხოვნის შემცირებამაც, რასაც ბოლო ოთხი თვე აქვს ადგილი. ამ საკითხებს აშუქებს ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგი“ თავის ბოლო გამოშვებაში. აი, რას წერს იგი:

 

საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებელი კომპანია, რომელიც „არამკოს“ სახელითაა ცნობილი, გააგრძელებს თავისი საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა. ამასობაში, გასულ დეკემბერს, ჩინეთში დიზელის საწვავის მოხმარებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით იკლო. რაც შეეხება ბენზინის მოხმარებას, ეს უკანასკნელი უმნიშვნელოდ გაიზარდა. 

 

„ბრენტის“ მარკის ნავთობის კონტრაქტი, მარტის თვისთვის- 5.2 პროცენტით გაიაფდა, რითაც ერთი ბარელი ნავთობი 30 დოლარად და 50 ცენტად შეფასდა. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ გასული კვირა ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების ზრდით აღინიშნა მას შემდეგ, რაც 21 იანვარს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ არ გამორიცხა ეკონომიკური სტიმულირების ზომების შემოღება მარტის თვიდან. გარდა ამისა, ყურადღების ცენტრში იქნება შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მოახლოებული სხდომა, რიგით პირველი მას შემდეგ, რაც ხსენებულმა ბანკმა პირველად, გასული 11 თვის განმავლობაში, გაზარდა გასესხებულ ფულზე მთავარი საპროცენტო განაკვეთი.  


 

უნდა ითქვას, რომ საუდის „არამკო“ ამჟამად ინვესტიციებზე ხარჯავს დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ხარჯავდა ნავთობის ფასთა დაცემამდე, რაც მანიშნებელია საუდის არაბეთის მხრიდან ფასთა ომის გაგრძელებისა მის კონკურენტებთან.  როგორც ხსენებული კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, შემუშავებულია ახალი სტრატეგია გაიაფებული ნავთობის პირობებისთვის. კომპანიის თანახმად, იგი კარგა ხნის განმავლობაში შეძლებს ოპერირებას ნავთობზე დაბალი ფასების შემყურე. 


სტატიაში ნათქვამია:

 

„მსოფლიოში ენერგიის უდიდეს მომხმარებელ ქვეყანაში, ჩინეთში, დიზელის საწვავის მოხმარების დონე თავისებური ბარომეტრია ინდუსტრიული აქტიურობისა. მოელიან, რომ ეს უკანასკნელი არამც თუ გაიზრდება მიმდინარე 2016 წელს, არამედ გარკვეულად შემცირდება კიდეც. რაც შეეხება ჩინეთში ბენზინის მოხმარებას, მიმდინარე წელს იგი დღეში მხოლოდ 200 ათასი ბარელით გაიზრდება. ესაა ენერგეტიკის სააგენტოს ბოლო საპროგნოზო მონაცემები. 

 

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის - „ოპეკის“ მიერ ლონდონში გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, მიზანშეწონილი იქნებოდა ორგანიზაციის გარეთ მყოფი ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მხრიდან გარკვეული თანამშრომლობა მსოფლიო ბაზარზე ამჟამად არსებული ნავთობის სიჭარბის შემცირების მიზნით. უკვე არსებობს იმის ნიშნები, რომ წელს დაიწყება ნავთობის მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობრივი დაბალანსების პროცესი. „ოპეკის“ ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება დღეში 1.3 მილიონი ბარელით. გარდა ამისა, ხსენებული ორგანიზაციის გარეთ ნავთობის მოპოვება შემცირდება დღეში 600 ათასი ბარელით.

 

ერთერთი ექსპერტის ვარაუდით, მიმდინარე წელს, ნავთობის ინდუსტრიაში დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდება ინვესტიციები ნავთობის ახალი წყაროების ძიებასა და ექსპლუატაციაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება დღეში დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელით სჭარბობს მასზე მოთხოვნას. ამგვარად, ხსენებულ ხარჯთა შემცირება შესაძლოა ხელს შეუწყობს ნავთობის სიჭარბის შემცირებას. 



„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG

„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG
access_time2020-09-18 11:00:21
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია...

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...


მსგავსი სიახლეები

up