ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის- საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს

ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის- საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს

access_time2020-03-19 16:26:25

ნავთობის ბაზარი ჩამოშლის პირასაა. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ მთელი დღის განმავლობაში 11.54%-ით დაეცა და 23.85 დოლარი შეადგინა. ეს კი 2003 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის მინიმალური ღირებულებაა. ასეთი არანორმალური ვარდნა ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას მოყვა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო, რამაც ფასის ვარდა გამოიწვია.


წლის დასაწყისში, მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 67 დოლარი იყო, გუშინდელი მონაცემებით კი – თითქმის 24.


გლობალური ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებას თან ემატება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოპოვების დონის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობა. ჩაშლილი გარიგების გამო, საუდის არაბეთი 2020 წლის პირველი აპრილიდან მის ყოველდღიურ მოპოვებას რეკორდულ მაჩვენებლამდე - 13 მილიონ ბარელამდე გარზდის.


მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება საქართველოზეც აისახა. თუმცა, დიდად – არა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალიშვილი ამბობს, საქართველოსი ნავთობზე ფასმა 15-20 თეთრით დაიკლო და რომ არა ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება, კიდევ უფრო დაბალი ფასი გვექნებოდა.


“შეიძლება ითქვას, რომ 2003 წლის იანვრის შემდგომ, მსოფლიოში ასეთი დაბალი ფასი არ ყოფილა. ამ ვითარებას განაპირობებს კორონავირუსის გავრცელება, რის გამოც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ნავთობზე მოთხოვნა. მსოფლიოში ყოველდღიური მოთხოვნა 5 მილიონი ბარელით არის შემცირებული. რეალურად არსებობს იმის ალბათობა, რომ ნავთობზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს.



გარდა ამისა, ოპეკის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის შეთახმება ვერ შედგა. რუსეთის პოზიცია იყო რადიკალურად განსხვავებული. იგი არ დაეთანხმა ოპეკის შეთავაზებას ყოველდღიური ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებას და შესაბამისად, ამ შეუთანხმებლობამ გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად დაიწყო სანავთობო ომი, ერთი მხრივ საუდის არაბეთსა და მეორე მხრივ რუსეთს შორის. ამ პროცესმაც განაპირობა, რაც ბაზარზე ხდება. ნავთობის ფასი არის მნიშნველოვნად დაცემული.


დღეს ყველა თანხმდება იმას, რომ მსოფლიოში ნავთობის ძირითადი საცავები ფაქტობრივად გადავსებულია, მოთხოვნა კი მინიმუმზეა დასული. ამ ვითარებით კი ვინც სარგებლობს ფაქტია. აშშ-ს პრეზიდენტი ამ პროცესს მიესალმება. ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ამერიკისთვის და ნავთობის მომხმარებელი ქვეყნებისთვის არის მისაღები ფასი. მეორე მხრივ კი, ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებულნი, მნიშვნელოვან ზიანს იღებენ, მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, ვენესუელა, ერაყი და აზერბაიჯანი.


რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან 15-20 თეთრით ფასი შემცირდა და ალბათ, მომავალშიც შემცირდება. ეს დაკავშირებული იქნება იმასთან ლარი დოლართან მიმათებით როგორ იქნება. რომ არა ასეთი გაუსაფურება, თავისთავად დაიწყებოდა ფასის კლება, იმ მასშტაბებით, რასაც საერთაშორისო ტენდენცია განსაზღვრავს. ლარი დოლართან ყოველდღე უფასურდება. ეს კი იმ დოზით და მოცულობით ფასის შემცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ჩემი პროგნოზით მაინც დაიკლებს. რა დოზით ეს კომპანიების გადასაწყვეტია”, - განუცხადა “რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.


ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო დაეცემა, რადგან მსოფლიოში კორონავირუსის შემდგომ გამოწვეული პრობლემები ჯერ არ გადაჭრილა.


ანალიტიკოს ბექა კემულარიას აზრით, მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება საქართველოზეც აისახება და დაახლოებით ერთ თვეში ნევთობის ფასი თითქმის 30 თეთრით დაიკლებს.


“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება დაახლოებით 25 დოლარამდეა და ვფიქრობ კიდევ უფრო დაეცემა, შესაძლოა, 20 დოლარამდე დავიდეს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2 ლარს ჩამოსცდა და 1.95 ლარის ფარგლებშია. ოღონდ არაბრენდირებულ სადგურებზე. ისინი საცალო ბაზრის ნახევარს აკონტროლებენ. ნავთობის ამ ნიშნულის გათვალისწინებით, წესით ფასი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, დაახლოებით 30 თეთრით. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება. დაახლოებით, სამ კვირაში ან ერთ თვეში თანდათან გაიაფდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ბექა კემულარიამ.


გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up