1946 წელს 1 ბარელი ნავთობი მხოლოდ $1.63 ღირდა. Inflationdata-ს მონაცემებით, დღეს ეს თანხა 22.49 დოლარის ექვივალენტია. ნავთობის ისტორიულად მაღალი ფასი 2008 წლის 11 ივლისს დაფიქსირდა - 1 ბარელი / $147.5. დაბალი ფასის რეკორდი 2020 წლის აპრილში დამყარდა.
WTI-ს ფიუჩერსების ფასი 1 ბარელზე ნულს ქვემოთ ჩამოვიდა და $37,63 იყო - ნავთობის გამყიდველები მზად იყვნენ, ფული გადაეხადათ მყიდველებისთვის, რომლებიც პროდუქციის შენახვას უზრუნველყოფდნენ.
წყარო: "ბიზნეს ფიდი"