ნავთობის ფასმა ახალი კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ ნიშნულს უკვე მიაღწია. მართალია თუ არა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

ნავთობის ფასმა ახალი კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ ნიშნულს უკვე მიაღწია. მართალია თუ არა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

access_time2021-03-03 20:30:00

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 65 დოლარს გადააჭარბა. სწორედ ამ ნიშნულიდან დაიწყო კატასტროფული კლება 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ახლა კი ეკონომისტები და საინვესტიციო ბანკირები ამბობენ, რომ შესაძლოა, მალე ნავთობისა და სხვა ნედლეულის მაღალი ფასების ახალი „სუპერციკლი“ დაიწყოს. საინვესტიციო ბანკირების პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ეკონომისტების განმარტებით, „სუპერციკლი“, თუ ის საერთოდ დაიწყება, იქნება ხანმოკლე და ამავდროულად, უკანასკნელიც.



რატომ იზრდება ნავთობის ფასი?



ამის მთავარი მიზეზი კორონავირუსის კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენაა. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ნავთობზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. 2020 წლის გაზაფხულზე ნავთობზე მოთხოვნა ერთი მეოთხედით შემცირდა, თუმცა შემდეგ გარკვეულწილად ისევ გაიზარდა და საერთო ჯამში, მთელი წლის განმავლობაში 10% -ით იკლო. 2021 წლის დასაწყისიდან ნავთობზე მოთხოვნის ზრდა გრძელდება. ტრეიდერები და ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი მასობრივი ვაქცინაციით პანდემიის გაკონტროლების შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდება. ამავდროულად, ექსპერტები თვლიან, რომ 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა 2019 წლის ნიშნულს მაინც ვერ მიაღწევს. ამას ხელს შეუშლის საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი და ნელი აღდგენა.



არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია OPEC+ -ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) შეთანხმების ფარგლებში დადგენილი ნავთობის მოპოვების შეზღუდვა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ნავთობის დღიური მოპოვების ნორმა ისტორიულ მინიმუმამდე - 24 საათში 9.7 მილიონი ბარელამდე შემცირდა. ეს შეთანხმება გაფორმდა გაზაფხულზე მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი უარყოფით ნიშნულამდე დაეცა. ხელშეკრულების თანახმად, მას შემდეგ წარმოება რამდენჯერმე გაიზარდა. 1 იანვრიდან მოქმედი შეთანხმების მიხედვით კი, მსოფლიოში ყოველდღიურად ჯერ კიდევ შვიდი მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს მოიპოვებენ, ვიდრე ეს ერთი წლით ადრე ხდებოდა.



მოთხოვნის ზრდა რამ განაპირობა, გავიგეთ. თუმცა საიდან მოდის პროგნოზი იმის შესახებ, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაიზრდება?



ეს პროგნოზი ეკუთვნით ისეთი მსხვილი საინვესტიციო ბანკების ეკონომისტებს, როგორიც არის JPMorgan Chase-ი და Goldman Sachs-ი. აღნიშნული მოსაზრება 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის გამოცდილებას ემყარება. მაშინ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების - აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის მთავრობებმა, რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკური ხანძარი უზარმაზარი ფულადი ინვესტიციებით ჩააცხრეს. მათ ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ კორონავირუსის კრიზისთან მიმართებითაც, როდესაც ტრილიონობით დოლარის პირდაპირი დახმარება გაუწიეს ეკონომიკის განსაკუთრებით დაზარალებულ მიმართულებებს. ბიუჯეტიდან თანხების განაწილება 2021 წელსაც გაგრძელდება. მაგალითად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაზე კიდევ 1,9 ტრილიონი დოლარი დახარჯოს. ამ პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ამერიკელს შეუძლია ფედერალური მთავრობისგან 2 ათასი დოლარი მიიღოს.




გასული ათწლეულის დასაწყისში განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მსოფლიო ეკონომიკაში ჩადებულმა ფინანსურმა რესურსმა გამოიწვია აქტივების ფასის ზრდა, მათ შორის- ნედლეულისაც. 2009 წლის კრიზისული კლების შემდეგ, 2011 წელს ნავთობზე ფასი კვლავ გაიზარდა და ერთი ბარელი 125 დოლარი ღირდა. ეს "სუპერციკლი" ნავთობის ძალიან მაღალი ფასით 2014 წლის შემოდგომაზე დასრულდა. JPMorgan Chase-ისა და Goldman Sachs-ის ეკონომისტები თვლიან, რომ 2020-2021 წლების სიტუაცია ნედლეულის ფასზე ანალოგიურ გავლენას იქონიებს.

შესაძლოა, ამჯერად ნედლეულზე ფასების ზრდა კიდევ უფრო მკვეთრი იყოს: ხელისუფლების მხრიდან ახლა დახმარებას იღებენ არა მხოლოდ ბანკები, როგორც 2010-იანი წლების დასაწყისში, არამედ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პირებიც. მათ ამ "სტიმულს" მოხმარების გაზრდით უნდა უპასუხონ. ბენეფიციარები ფულს დახარჯავენ იმ საქონელზე, რომელიც ნედლეულზეა დამოკიდებული: საწვავსა და საკვებზე. თავის მხრივ, ნედლეულზე მოთხოვნის ზრდას მისი ფასის მატებაც უნდა მოჰყვეს, რადგან მიწოდება მოთხოვნას ვერ აუვა.



მაშასადამე, ნავთობის ფასის ზრდა გარდაუვალია?



ბევრ ეკონომისტს ეჭვი ეპარება, რომ ნავთობის ბაზარზე ასეთი „სუპერციკლი“ და „ზემაღალი ფასი“ შესაძლებელი და რეალურია. მათი არგუმენტები კი ასე გამოიყურება:


• პირველ რიგში, OPEC + -ის გარიგება კორონავირუსის ეპიდემიის დასრულებისთანავე უნდა დასრულდეს. შეთანხმების მონაწილე მხარეები, მათ შორის რუსეთი, ნავთობის ექსპორტის გაზრდას მოუთმენლად ელოდებიან.


• მეორე მხრივ, ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც ფიქლის ნავთობს მოიპოვებენ, დაბალი ფასების გამო გაზაფხულზე წარმოება შეამცირეს. თუმცა ისინი სწრაფად შეძლებენ წარმოების გაზრდას მას შემდეგ, რაც ფასები კვლავ მოიმატებს და ნავთობის მოპოვება ისევ ეკონომიკურად გამართლებული იქნება.


• მსოფლიოში ნავთობის მოპოვება შეიძლება პოლიტიკური მიზეზების გამოც გაიზარდოს. ლიბიაში სამოქალაქო ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უკვე რამდენიმე თვეა იცავენ, რამაც მოწინააღმდეგე მხარეებს საშუალება მისცა, ნავთობის ექსპორტი განაახლონ. შესაძლოა, ბაზარზე ირანიც დაბრუნდეს, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მიერ ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეცვლის.


• და ბოლოს, სავსებით შესაძლებელია, რომ მსოფლიო ნავთობზე სტაბილურად დაბალი მოთხოვნის ეპოქაში შედის. განვითარებული ქვეყნები აშკარად აქცენტს მწვანე ენერგიაზე აკეთებენ და ბენზინის ძრავზე მომუშავე მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ცდილობენ. ჯო ბაიდენის პროგრამაში, ამ მიზნის მისაღწევად, 400 მილიარდი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი.


თუმცა ამ უკანასკნელმა გარემოებამ შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო შედეგი, რაც ნავთობის ფასის მკვეთრ მატებას გულისხმობს,- თვლიან JPMorgan Chase-ის ეკონომისტები. ნავთობკომპანიები, რომლებმაც კორონავირუსის კრიზისის გამო წარმოებაში ჩადებული ინვესტიციები შეზღუდეს, შესაძლოა, ნავთობის მოპოვების ძველ მოცულობას პანდემიის შემდეგაც აღარ დაუბრუნდნენ. ამის მიზეზი შეიძლება ”მწვანე რევოლუციის” შედეგად მოსალოდნელი პოტენციური ზარალი იყოს. ამის შედეგად, ნავთობზე მოთხოვნის საბოლოო ვარდნას შეიძლება წინ უძღოდეს დეფიციტის პერიოდი და აღნიშნული ნედლეულის მაღალი ფასი. ეკონომისტების აზრით, მაშინაც კი, თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს პროცესი ხანგრძლივი ვერ იქნება. როგორც ნავთობის ერთ-ერთმა ტრეიდერმა თქვა, ”ამ მკვდარ კატას კიდევ რამდენჯერმე შეუძლია გადახტომა”, მაგრამ შემდეგ ბაზარს ”შეუქცევადი რეცესია” ელის.




imedinews.ge






თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up