ნავთობის ფასი წარმოების შემცირების ფონზე იზრდება

ნავთობის ფასი წარმოების შემცირების ფონზე იზრდება

person access_time2016-02-23 15:43:34

ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა პროგნოზმა, რომ მიმდინარე და შემდეგი წლის განმავლობაში შტატები ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს შეამცირებს, მყისიერი გავლენა იქონია ნავთობის ფასზე და მისი გაძვირება გამოიწვია. შედეგად, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი თითქმის 6%-იანი მატებით 34 დოლარზე დაფიქსირდა. ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ამერიკა პროდუქციის მოპოვების მაჩვენებელს დღეში 600 ათასი ბარელით, მომავალი წლისთვის კი 200 ათასით შეამცირებს. ამას ემატება რუსეთისა და საუდის არაბეთის გადაწყვეტილება, იანვრის თვის მაჩვენებელზე გაყინონ ნავთობის წარმოება. ამასთან, ირანი გამოდის ინიციატივით ნავთობის ფასი სტაბილიზაციისკენ წაიყვანოს. ყველას ეს ფაქტორი, კი ბოლო დღეების განმავლობაში დადებით გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე.


უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ნავთობი თითქმის ორი მესამედით გაიაფდა. Deutsche Welle ნავთობის მსოფლიო ბაზრის ტრანსფორმაციის მთავარ მიზეზებ ასახელებს. გამოცემის ცნობით, ნავთოიბის გაიაფებას ხელი შეუწყო  შტატებსა და ერაყში მოპოვების მაცვენებლების ზრდამ, ირანისთვის საქნციების მოხსნამ, ჩინეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა, თბილმა ზამთარმა.


23.02.2016


„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 


დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან: ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1039 მიმდინარეობს.



შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4110 ნიშნულთან მიმდინარეობს. 

 

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 112.33 ნიშნულთან მიმდინარეობს: 


ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:


ოქროზე ფასმა მოიმატა 0.55 %-ით და ვაჭრობა 1216.60 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,37 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.24 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 1.61%-ით და ბარელზე შეადგინა 32.91 დოლარი.


 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up