ნავთობის ფასი 80 დოლარს ჩამოსცდა და ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, მათივე ცნობით, თუ 5 დეკემბერს 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 88.25 დოლარი ღირდა, დღეს 7 დეკემბერს ღირებულება 79.6 დოლარია. ფასები 1%-ზე მეტით ზედიზედ სამი სესიაზე დაეცა და წლიური მოგების უმეტესი ნაწილი დაიკარგა.
ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან, რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესებასა და აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან, საიდანაც ჩანს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე იკლებს და აქტივობა იზრდება.
ბაზარზე მერყეობის საპასუხოდ OPEC+ ნავთობის წარმოების დონეს უცვლელად ტოვებს - ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა კავშირის წევრების გადაწყვეტილება ასახავს მომდევნო თვეებში ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არასტაბილურ ურთიერთმიმართებას.