კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ BBC წერს.Brent-ის მარკის საწვავის ღირებულებამ ბოლო 24 დღის განმავლობაში 7,9 დოლარით დაიკლო და ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 23,03 დოლარით განისაზღვრა.
20 დოლარამდე დაეცა WTI-ის მარკის საწვავის ღირებულებაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge