Brent-ის ტიპის ნავთობზე ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას ბარელზე ფასი $60 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ პირველად ჩამოსცდა. ანალიტიკოსები ნავთობზე ფასის ვარდნის ტენდენციას ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.
დღეს დილას გამართული ვაჭრობისას Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 3,41%-ით შემცირდა და ბარელზე $ 58,62 გაუტოლდა. WTI ტიპის ნავთობი კი 2,29%-ით გაიაფდა და ფასმა $ 52,95 შეადგინა.
ინვესტორები შიშობენ, რომ ახალი ვირუსის სწრაფი გავრცელება ნეგატიურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.
imedinews.ge