ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

person access_time2016-03-15 12:43:04

ნავთობის ფასი გუშინ ერთბაშად 3%-ით გაუფასურდა. ბოლო დროის აღმავალი ტრენდის შემდეგ ნავთობის ღირებულებაზე გავლენა იქონია ირანის ფაქტორმა. კერძოდ ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ირანი უარს ამბობს დაჯდეს ოპეკის წევრ ქვეყნებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და მიიღოს ნავთობის წარმოების გაყინვის გადაწყვეტილება, მანამ სანამ ქვეყანა სანქციამდე არსებულ ნავთობის წარმოების მაჩვენებელს არ აღდგენს. ეს მაჩვენებელი კი დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელს შეადგენს.


ამასთან, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მიიჩნევს, რომ ნავთობის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების "გაყინვა" იანვრის დონეზე არ მოგვცემს სწრაფ ეფექტს ბაზრის სტაბილიზაციისათვის.


ჯერჯერობით ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრის დრო და ადგილი არ დაზუსტებულა. ადრე რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების შეხვედრა ბაზრის სტაბილიზაციის განსახილველად შესაძლოა ჩატარდეს 20 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში. მისი თქმით, განიხილება შეხვედრის ჩატარების ვარიანტები ვენაში ან რუსეთში. ნოვაკის თქმით, რუსეთი მზადაა მიიღოს ასეთი შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრების დონეზე.


15.03.2016


„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. 


დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.



ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1106 მიმდინარეობს.


შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4273 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 113.33 ნიშნულთან მიმდინარეობს 


ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:


ოქროზე ფასმა დაიკლო 1.16 %-ით და ვაჭრობა 1231.40 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,20 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.58 ნიშნულთან მიმდინარეობს. 


ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 1.08%-ით და ბარელზე შეადგინა 36.78 დოლარი.


Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up