ნავთობის ფასები რეკორდულად დავარდა

ნავთობის ფასები რეკორდულად დავარდა

access_time2019-06-06 15:18:28

ნავთობის ფასი უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში რეკორდულად არის შემცირებული.


გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე $59,5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა დღის მონაცემებზე, თითქმის ერთი დოლარით ნაკლები იყო, თუმცა დღის ბოლოსთვის ვაჭრობა $60 დაიხურა.


რაც შეეხება ამერიკულ West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასი მოულოდნელად, 4.5%-ით შემცირდა და ბარელზე 52 დოლარი დაფიქსირდა.



ანალიტიკოსები ნავთობზე ფასების რადიკალურ ვარდნას ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკურ დავას უკავშირებენ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აშშ-ში 1990 წლის შემდეგ ნავთობმარაგების მოცულობა მაქსიმუმს პირველად გაუტოლდა.


ნავთობკომპანიებმა ნედლეულის მოპოვების რეკორდი მოხსნეს. მათ 24 საათში 1,24 ბარელი ნავთობი მოიპოვეს.


BM.GE 








„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ 2020 წლისთვის, 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს ააშენებდა - ეს დაპირება ვერ სრულდება

„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ  2020 წლისთვის, 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს ააშენებდა -  ეს დაპირება ვერ სრულდება
access_time2019-07-23 18:00:03
„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ოთხ წელში, 2020 წლისთვის, 800 კმ ავტობანს, 50 გვირაბს და 50 ხიდს ააშენებდა. ეს დაპირება ვერ სრულდება —  აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. ის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი სიმართლეს ამბობს ფაქტ-მეტრმა ციფრებზე ციფრებზე დაყრდნობით შეისწავლა, რომლის ანალიზსაც უცვლელად გთავაზობთ:  2016 წელს შემუშავებული...

ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება, პრობლემა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში

ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში
access_time2019-07-23 16:30:11
 „იმ პირობებში, როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში,“— ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი ლარის კურსის ბოლოდროინდელ არასტაბილურობას. მისი განმარტებით, რეალურად, ეროვნული ბანკის ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და  ეკონომიკის  ინფლაციური პროცესებისგან დაცვა....

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს

კომპანია „ფრანს ავტო“ საქართველოს მთავრობისთვის 135 თეთრი ფერის Renault Duster-ს რუმინეთიდან ჩამოიყვანს
access_time2019-07-23 15:30:15
საქართველოს მთავრობა 135 თეთრი ფერის Renault Duster შეისყიდის. ამის შესახებ კომერსანტს კომპანია „ფრანს ავტოს“ გაყიდვებისა და ლოგისტიკის ხელმძღვანელმა განუცხადა. თამარ მეტრეველის თქმით, მანქანებს კომპანია ევროპიდან, კერძოდ კი რუმინეთიდან ჩამოიყვანს. ავტომობილის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირია: ძრავა 1,6,  115 ცხენის ძალა, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი მექანიკა, 4X4, მაქსიმალური სიჩქარე – 163 კილომეტრია...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...


მსგავსი სიახლეები

up