ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

access_time2020-07-14 20:00:07

ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.

 

თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ აძლევს.

 

საუდელებმა მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ საფასო ომებისთვის მზად არიან - მათ მიერ დაგროვებული რეზერვები ამის საშუალებას იძლევა, თუმცა, გაურკვეველია რამდენი ხნით.

 

დღეს ერ-რიადი სანავთობო ომისგან და თავისი რესურსის დემპინგური ფასებით გაყიდვისგან თავს იკავებს  - აგვისტოს ფიუჩერსები მაქსიმალურ ფასებში იყიდება.  თუმცა საუდის არაბეთი ამავე დროს კატეგორიულად გამორიცხავს მოპოვების დამატებითი შემცირების შესაძლებლობას.

 

ივლისში საუდის არაბეთი ქუვეითან ერთად იწყებს მოპოვებას ერთობლივ საბადოზე ნეიტრალურ ზონაში, ეს მოპოვება კი ოპეკ-ის აპრილის შეთანხმებაში არ ფიგურირებს. თანაც, ერ-რიადი ისევ საფასო ომით იმუქრება - ამჟამად სამიზნე არა რუსეთია, არამედ ნიგერია და ანგოლა, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს უხეშად არღვევენ.

 

თუმცა, სავარაუდოდ შეთანხმება გაგრძელდება, რადგანაც რუსეთს და საუდის არაბეთს არ გააჩნიათ ის მთავარი უპირატესობა, რომელიც ამერიკელებს აქვთ - მათ მოპოვების სწრაფი შეჩერება და შემდეგ ისეთივე სწრაფი აღდგენა არ შეუძლიათ.

 


ხვალ რომ მოპოვების შემცირების თაობაზე შეთანხმება შეწყდეს და ყველა ქვეყანას წარმოების ზრდის უფლება მიეცეს, ყველაზე სწრაფად ამას სწორედ ამერიკელები მოახერხებენ, რუსეთს კი გაჩერებული საბადოების ასამუშავებლად გაცილები მეტი დრო დასჭირდება, საუდელებს - რუსებზე ნაკლები, თუმცა, ამერიკელებზე მეტი.

 

სწორედ ამაშია ფიკალის საბადოების თავისებურება - ფასების ვარდნის შემთხვევაში ფიკალის ინდუსტრიას მოპოვების სწრაფი შემცირების, ხოლო ზრდის შემთხვევაში - აღდგენის საშუალება აქვს.

 

როგორც კი ნავთობის საერთაშორისო ფასი აღემატება ფიკალის ნავთობისთვის კრიტიკულ ნიშნულს- 35-40 დოლარს, ამერიკა ისევ წარმოების ზრდას იწყებს.

 

ასევე ამერიკაში ფიკალის ინდუსტრიის მასობრივი გაკოტრების პროცესები მიმდინარეობს, თუმცა, ეს თავისებური გაკოტრებაა, რომელიც ნიშნავს არა კომპანიის დახურვას, არამედ ვალების ჩამოწერას და პასივების მოშორებას. როდესაც რუსულ პრესაში ფიკალის კომპანიების გაკოტრებაზე მხიარულ სტატიებს წერენ, ამ თავისებურებას, როგორც წესი, არ ითვალისწინებენ.

 

საკონსალტინგო კომპანია Deloitte-ის გათვლებით, 2020 წელს ფიკალის ნავთობის მომპოვებლები 300 მლრდ. დოლარის ვალებს ჩამოაწერენ, რის შემდეგაც ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

 

საყურადღებოა, რომ ფიკალის ნავთობკომპანიების გაკოტრებას მე-11 პუნქტის თანახმად მოითხოვენ - მე-11 პუნქტის ამოქმედება კი კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას,  პარალელურად კი მუშაობის გაგრძელების საშუალების მიცემას გულისხმობს .

 

ასე რომ,  ფიკალის ინდუსტრიის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ცოტა გადაჭარბებულია.

 

რუსეთმა აპრილში ფიკალის ინდუსტრიის დანგრევა დაბალი ფასებით სცადა, თუმცა, წარუმატებლად, და ისევ იგივე მიზეზის გამო  - ფიკალის ნავთობის მოპოვების შემცირებაც და გაზრდაც, საკმაოდ სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია. საბოლოოდ კი ნავთობზე ზედაბალი ფასების გამო ამერიკაზე გაცილებით მეტად თავად რუსეთი დაზარალდა.

 

როგორც ჩანს, ამ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი გლობალური ნავთობინდუსტრიისთვის არის 35- 45 დოლარის ირგვლივ ფასთან შეგუება. ეს იდეალური ვარიანტი არაა, თუმცა, დღევანდელ არასტაბილური ვითარებაში ნებისმიერი ახალი შეუთანხმებლობა და საფასო ომი მსოფლიო ბაზარზე, საბოლოო ჯამში ერთნაირად დაარტყამს ყველას.


წყარო: Forbes

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა

კორონავირუსის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა
access_time2020-08-15 10:00:44
გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო თითქმის მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კანარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...


მსგავსი სიახლეები

up