„ნავთობიმპორტიორი კომპანიები გაკოტრებას დაიწყებენ“-აკაკი ჩარგეიშვილი

„ნავთობიმპორტიორი კომპანიები გაკოტრებას დაიწყებენ“-აკაკი ჩარგეიშვილი

access_time2020-04-22 17:00:17

„გლობალური რეცესიაა, ვხედავთ რა სჭირს ნავთობის ფასს, დაიწყება ჯაჭვური რეაქცია და ყველა ის კომპანია, რომელიც ნავთობზეა მიბმული, გაკოტრებას დაიწყებს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესის სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა განუცხადა. იურისტი ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, ნავთობიმპორტიორ კომპანიებს დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. მისი თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში რამდენიმე გამორჩეული კომპანია ოპერირებს გაკოტრების საფრთხე რეალურად არსებობს.

 

„კომპანიებს გაყიდვები 40 პროცენტით შეუმცირდათ, პანიკური სიტუაცია რომ დამთავრდება, გაყიდვები შეიძლება 5-10 პროცენტით გაიზრდოს. ყველა იმპორტიორს ნავთობი შეძენილი აქვს იმ პლაცის მიხედვით, რომელიც 2-3 თვის წინ იყო, მაისის პერიოდისთვის, როდესაც სავარაუდოდ ყველაფერი დამშვიდდება და ეკონომიკა გაიხსნება, ნავთობის ფასი დავარდნილი იქნება და იმ ფასში, რომელიც კომპანიას გადახდილი აქვს საწვავს ვეღარ გაყიდიან, რადგან დღეს ნავთობის ფასი მინუსშია გადასული. ჩვეულებრივი ფაქტია ის, რომ კომპანიები უნდა გაკოტრდნენ და რაც უფრო ადრე დაიწყებენ გაკოტრების რეჟიმის პროცედურებს, მით უფრო უკეთესი იქნება, არ იწვალებს ეკონომიკა და სიჯანსაღეს მალე მივაღწევთ“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა. 

 

ბიზნესის სამართლის სპეციალისტის განმარტებით, ბაზარზე გამოჩნდებიან წვრილი კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა აქტივებს იყიდიან, რა დროსაც ერთი მეწარმის დონეზე ბევრი პრობლემა მოგვარდება.


 

„მაგალითად, ვისოლს, ლუკოილს, ან სხვა კომპანიას შეიძლება არ უღირდეს ერთი ბენზინგასამართი სადგურის მოვლა ბაკურიანში, რადგან დიდი კომპანიაა და ერთიანად ხარჯები ყველგან ვერ გაწვდება, თუმცა, შესაძლებელია ბაკურიანში გაჩნდეს კონკრეტული ერთი მეწარმე, ვისაც უღირს ამ ბიზნესის მართვა, იქ ცხოვრობს, მისი მზრუნველობა ამ კონკრეტულ ობიექტზე ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე მსხვილი კომპანიის, რომელიც ცალკე დაცვას ქირაობს, ცალკე ბუღალტრები ჰყავს და ა.შ. ინდივიდუალური დაყოფიდან გამომდინარე, ახალი დასაქმებულები გაჩნდებიან. ეს რეალურად გველოდება და არ უნდა შეგვეშინდეს. ნებისმიერი კრიზის ეს არის გამოწვევა ახალი და შესაძლებლობების გაჩენა“, - ამბობს აკაკი ჩარეგიშვილი.


შეგახსენებთ, რომ პირველად მსოფლიო ისტორიაში ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამერიკული ნავთობის WTI-ს ღირებულება  ნეგატიური გახდა- ეს კი ნიშნავს, რომ ნავთობის მწარმოებლები მყიდველებს თანხას უხდიან, რათა ნავთობი გაყიდონ და არ გადაიტვირთოს თავიანთი საცავები, რისი საფრთხეც მაისის თვეშია მოსალოდნელი.  ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, თუმცა ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up