„ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს“

„ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს“

access_time2018-07-04 14:30:26

„ნავთობიმპორტიორებმა ახალი ლობი აამუშავეს და ახლა ერთი ხელით, თავიანთი მარჟწბის „გაპრავებას“ ცდილობენ და მეორეთი, სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკის გაკრიტიკებას“- ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი ფეიბუქის საკუთარ გვერდზე HUB Georgia-ს მიერ მედიაში გაჟღერებულ კვლევაზე  წერს:


„ახლა კი მოდით ერთად გადავავლოთ თვალი იმ „მცირე უზუსტობებს“ რომელიც კველევაშია „გაპარული“.



1)კვლევაში ჩვენ ვხვდებით საწვავის ფასების „გაპრავების“ მცდელობას კურსის მერყეობით, თუმცა კვლევის ავტორებს გამორჩათ, რომ ბოლო სამი თვეა კურსი საკმაოდ სტაბილურია და სავალუტო ბაზარზე ჯანსაღი ვაჭრობა მიმდინარეობს (როგორც ეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმშია დასაშვები).



2) ჩვენ ასევე, ვხვდებით კვლევაში საცალო და საბითუმო შესყიდვებს შორის ფასთა სხვაობის „გაპრავების“ მცდელობასაც. რომლის მიხედვითაც, თურმე, საბითუმო ქსელში რელიზებისას სავალუტო რისკი ნაკლებია და ამიტომ ღირს 1 ლიტრი საწვავი, 0.30 ლარით უფრო იაფი, მაგრამ კვლევის ავტორებს „დაავიწყდათ“, რომ ამავე პერიოდში საცალო ქსელში კვირაში რამდენჯერმეც კი იცვლება ხოლმე ფასები, შესაბამისად, გაუგებარია რომელ სავალუტო რისკზეა სუბარი.




3) კვლევაში ჩვენ ვიგებთ, რომ კომპანიები თურმე 0.71 ლარიანი მარჟებით არ ოპერირებენ და ეს ციფრი გაზვიადებულია, თუმცა, კვლევის ავტორებს მცირედი უზუსტობა გაეპარათ ამ მიმართებაში, იმდენად რამდენადაც, ეს ციფრი საწვავის ბაზრის, 3 წლის წინანდელ მდგომარეობას ასახავს და არა ამჟამინდელს, როგორც ეს კვლევაშია. რაც შეეხება 2015 წლის ბაზარს, მაშინ ნამდვილად ფიქსირდებოდა აღნიშნული მარჟები და ამისი არაერთი შესაბამის კვლევაც არსებობს, სწორედ აღნიშნული მარჟებიდან გამომდინარე მოუწოდა, იმხანად მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა, კონკურენციის სააგენტოს, ბაზრის დაუყოვნებლივი მოკვლევია დაეწყო.



4)კვლევის ავტორებმა, არც მეტი არც ნაკლები, საწვავზე ფასების მატება ფინანსურ ინსტიტუტებს დააბრალეს და განაცხადეს, რომ საწვავზე ფასების მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინფლაციაა. მართალია კვლევის ავტორებს ვალუტის არასტაბილურობა(რომელიც საკამოდ სტაბილურია) ინფლაციაში ერევათ მაგრამ, ესეც არაფერი ავტორებს, ასევე დაავიწყდათ, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია და ის მაისის თვეში 2.5 ფარგლებში დაფიქსირდა. (მიზნობრივი 3%).



5) კვლევის ავტორები, ასევე არ მოერიდნენ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის გაკრიტიკებასაც, უფრო კონკრეტულად კი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ამუშავებული ახალი საგადასახადო მოდელი, რომელიც რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესს მოგების გადასახადისგან ანთავისუფლებს, არაეფექტურად გამოაცხადეს. ამის მიზეზად კი დაასახელეს ის რომ ბიზნესები, თურმე წაგებაზე მუშაობენ. თუმცა კვლევის ავტორები, ისევ არ დაინტერესდნენ იმმაკროეკონომიკური მონაცემებით, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. საქმე იმაშია, რომ პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19 % -ით გაიზარდა, ხოლოდ დაქირავებულთა რაოდენობა 5.7% -ით.



პ.ს. მეტი მონდომება ბატონებო მეტი“-წერს ბაირახტარი.


შეგახსენებთ, გუშინ, HUB Georgia-ს წარმომადგებელმა ვასილ ურუშაძემ საკუთარი ანალიზის შედეგად განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს და საცალო მოვაჭრეებს არა აქვთ 71 თეთრიანი ფასნამატი, რომელიც მართლაც წარმოუდგენელია და ხშირად პოპულისტური ან პროპაგანდისტული განცხადებების საბაბი ხდება. ხოლო ის სავარაუდო მარჟა, რომელიც საბითუმო ან საცალო საწვავის რეალიზატორებს აქვთ, დაბეგვრამდე მოგებისთვის გათვალისწინებული, ხშირად ვალუტის კურსის არასტაბილურობის გამო სრულად, ან გაცილებით მეტად იკარგება.



„კომერსანტი“ 





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up