ნავთობიმპორტიორები კვირის ბოლოს საწვავის 4-5 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებენ

ნავთობიმპორტიორები კვირის ბოლოს საწვავის 4-5 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებენ

access_time2016-11-22 17:00:49

 

საქართველოში კვირის ბოლოს საწვავი შესაძლოა, გაძვირდეს. იმპორტიორების ნაწილი მოსალოდნელ საფასო ცვლილებაზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ამავე დროს, ადასტურებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარი არ გამყარდა, ფასები აუცილებლად მოიმატებს. თანაც, ამას ისიც ემატება, რომ დღეს „პლატცის" ღირებულებამ 20-22 დოლარით მოიმატა. საქართველოში კი საწვავზე ფასი სწორედ Platts–ის მიხედვით დგინდება.

 


ნავთობიმპორტიორებმა საწვავზე ფასი რამდენიმე კვირის წინ 4-5 თეთრით გაზარდეს, ეს კი საერთშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მატებასა და ლარის კურსის რყევებს დაუკავშირეს. დღეს კი, როდესაც მსოფლიო ბაზარზე Platts–ის ფასი 20-22 დოლარითაა გაზრდილი, ლარის კურსი კი ვარდნას განაგრძობს, საცალო ბაზარზე საწვავზე ფასი, დიდი ალბათობით, ისევ მოიმატებს.

 


„სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავი აუცილებლად გაძვირდება.

 

„დღეს „პლატცი" 20-22 დოლარით უკვე გაძვირდა, 1 ტონა ბენზინი 510 დოლარის ფარგლებშია, ხოლო დიზელი 438 დოლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ლიტრზე ფასი საშუალოდ 4-5 თეთრითაა მომატებული. იმ შემთხვევასი, თუ Platts-ის ღირებულება იგივე დარჩა, ლარი კი არ გამყარდა, მაშინ უახლოეს დღეებში ქართულ ბაზარზე საწვავი აუცილებლად გაძვირდება. მატება საშუალოდ სავარაუდოდ 4-5 თეთრის ფარგლებში მოხდება", - განუცხადა „კომერსანტს" იაკობიძემ.


„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორი დავით ზუბიტაშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან საწვავზე ფასის ზრდა არ იგეგმება. ზუბიტაშვილის თქმით, საწვავზე ფასის შენარჩუნება ძირითადად ორ კომპონენტზეა დამოკიდებული.


 

„ახლა საწვავის გაძვირებას ნამდვილად არ ვგეგმავ. ფასების შენარჩუნება ორ კომპონენტზე ქვეყნის გარეთ Platts-ის ფასზე, ხოლო ქვეყანაში ლარის კურსზეა დამოკიდებული. „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში" ბოლოს ფასი ნახევარი თვის უკან 4-5 თეთრით გაძვირდა და ამის მიზეზი ლარის გაუფასურება იყო. ფასების შენარჩუნებას ყველანაირად ვცდილობთ, რადგან მისი ცვლა ყველაზე ცუდი პროცესია." - განაცხადა ზუბიტაშვილმა.

 

როგორც „ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ ხორავა აცხადებს, ამ თემაზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.

 

„ჩვენი კომპანია უახლოეს დღეებში საწვავის გაძვირებას არ აპირებს, თუმცა ერთ კვირაში რა იქნება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. საწვავის გაძვირება ძირითადად გაცვლით კურსსა და Platts-ზეა დამოკიდებული. ახლანდელი ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ, არ ვიცი. ფინანსური გათვლები და გაანგარიშება უნდა გაკეთდეს, ხოლო შემდგომ ცვლილება ამის მიხედვით ხდება." - აღნიშნა ვასილ ხორავამ.

 

„ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით მოვლნებთან დაკავშირებით დაკვირვება მიმდინარეობს და უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში საწვავზე ფასის გაძვირება არ იგეგმება.

 

„ უახლოესი 2-3 დღე საწვავზე ფასის გაძვირებას არ ვაპირებთ. ბოლოც ჩვენთან საწვავი 5 თეთრით ნოემბრის პირველ კვირას გაძვირდა. დღეს Platts-მა 20 დოლარით მოიმატა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საწვავის ფასი ხვალვე მოიმატებს. მოვლენებს ყოველთვის ტრენდისა და გრძელვადიანი თანხვედრის ჭრილში ვუყურებთ. ერთი დღის გაუფასურება, ან გაძვირება მომენტალურ ასახვას არ ჰპოვებს. ჯერ-ჯერობით მოვლნებთან დაკავშირებით დაკვირვება მიმდინარეობს. საწვავზე გაძვირება, ან გაიაფება ლარის კურსსა და მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზეა დამოკიდბეული", - განაცხადა მიშველაძემ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“
access_time2020-02-25 10:00:04
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი...

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...


მსგავსი სიახლეები

up