ნავთობი ფსკერიდან ამოვიდა, მაგრამ ძველ პოზიციებს ვეღარ იბრუნებს

ნავთობი ფსკერიდან ამოვიდა, მაგრამ ძველ პოზიციებს ვეღარ იბრუნებს

access_time2020-12-23 17:15:40

გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ელექტომობილების ბაზრის მიუხედავად, 2020 წლის მიწურულს მსოფლიო კვლავ ნავთობზე დამოკიდებული რჩება. მის ფასს ჩვეულებრივ მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს, თავად მოთხოვნა-მიწოდებაზე კი პოლიტიკა ახდენს მნიშვნელოვან, ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ გავლენას.


ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი  $100-ს ბოლოს 2014 წელს ჩამოსცდა. იმავე ტრენდს გაჰყვა ამერიკული მსუბუქი ნავთობიც, რომელიც 2020 წელს მინუსშიც კი გავიდა.


2016 წლის ვარდნის შემდეგ, როდესაც შავი ოქროს საშუალო წლიურმა ღირებულებამ $43 შეადგინა და მცირე პერიოდით $30-საც ჩამოსცდა, ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის ყველაზე კარგი 2018 წელი იყო, როდესაც ფასმა $65-ს გადააჭარბა, 2019 წელს $57-მდე შემცირდა, მაგრამ 2020-ის სურათის წარმოდგენა წინასწარ ნებისმიერ ანალიტიკოსს გაუჭირდებოდა.


პანდემიამდე ნავთობის მოხმარება გლობალური მასშტაბით დღიურად 101 მლნ ბარელს აღწევდა, საიდანც 14%-ზე მეტი ჩინეთზე მოდიოდა. იანვარ-თებერვალში ვირუსი ჩინეთს უტევდა, კარანტინიც მხოლოდ ჩინეთში იყო გამოცხადებული. მსოფლიოს #2 ეკონომიკის დაპაუზებამ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა, რამაც მყისიერი ასახვა ჰპოვა ფასზეც და Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 2 თვეში 23%-ით $69-დან $53-მდე შემცირდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.  8 მარტსორიუმსხვილესიექსპორტიორის, რუსეთისა და საუდის არაბეთის მიწოდების შემცირებაზე მიუღწეველი შეთანხმების შედეგად „შავ ოქროზე“ ფასები ერთ ღამეში 35%-ით $52-დან $34-მდე შემცირდა. $47-დან $31-მდე გაიაფდა რუსული ურალისა და WTI-ს სახელით ცნობილი ამერიკული მსუბუქი ნავთობიც.


ნავთობის ბაზარზე კრიზისი ადრეც ყოფილა, თუმცა ის როგორც წესი მიწოდებას უკავშირდებოდა. 70-იან წლებში ნავთობის შოკისა და ირანის ისლამური რევოლუციის დროს, მიწოდება მკვეთრად შემცირდა, რამაც ფასები უსწრაფესად გაზარდა. ინფლაციის გათვალისწინებით 1973 წლის დეკემბრიდან, 1974 წლის იანვრამდე ნავთობის ფასი 133%-ით $24-დან $56-მდე გაიზარდა. მაშინ შეერთებულმა შტატებმა ნავთობის ექსპორტი აკრძალა და ამ ემბარგომ 42 წელი გაძლო. მალევე 1979-1980 წლებში ნავთობის ფასი ასევე მკვეთრად 117%-ით, $58-დან $126-მდე გაიზარდა. ფასების მიმართულება 80-იან და 90-იან წლებსი საპირისპიროდ შეიცვვალა. 1985-1986 წლებში ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ შემცირდა და $72-დან $26-მდე დავარდა, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლაც კი დააჩქარა. 1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციამ ნაცთობზე ფასები 126%-ით $34-დან $77-მდე გაზარდა, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ შემდეგ მალევე ისევ $40-ს ჩამოსცდა. 1998 წელს ნავთობის ფასის $18-მდე შემცირებას რუსეთის დეფოლტი მოჰყვა და მისი ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. 3-ჯერ და უფრო მეტად შემცირდა ფასები 2009 წელს, როდესაც ნავთობის ღირებულება $166-დან $51-მდე დავარდა, მართალია ესეც მოთხოვნის შემცირებით იყო, გამოწვეული, მაგრამ კრიზისის დროს მოთხოვნის კლება სრულიად ლოგიკური ჩანდა. 11 წლის წინ რუსეთის ეკონომიკა 7.8%-ით შემცირდა. აქ განხილულ ყველა შემთხვევაში ფასები ინფლაციის დაკორექტირებით იყო მოცემული, ნომინალში 1998 წელს ფასი $10-მდე შემცირდა და 2008 წელს $146-ს არ ასცილებია.


2020 სხვა კრიზისებისგან განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან კრიზისმა კი არ გამოიწვია მოთხოვნის შემცირება, პირიქით - მოთხოვნის პარადოქსულმა ხელოვნურმა შემცირებამ გამოიწვია კრიზისი.

11 მარტს კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა, რასაც ევროპაში მთელი რიგი რეგულაციები მოჰყვა. ცალკე დისტანციურ სამუშაოზე გადასვლამ და ცალკე საკუთრივ სატრანსპორტო შეზღუდვამ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა. 18 მარტს 1 ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის მაისის ფიუჩერსული ფასი $26-მდე შემცირდა. 30 მარტს Brent უკვე $22 ღირდა, WTI - $20 ხოლო რუსული ურალის ნავთობი $17-ზე ნაკლები.



აპრილის მოვლენებმა წინა თვეებში მოხდარი დაჩრდილა. 20 აპრილს XXI საუკუნეში პირველად Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $20-იან ნიშნულს ჩამოსცდა და1999 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა.  თუმცა მთავარი მოქმედი გმირი მაინც WTI გახდა, რომლის ფასი ნულოვან ნიშნულს ჩასცდა და რაღაც მომენტში -$38-ც კი დაფიქსირდა, რაც ნავთობის მოპოვების მთელი ისტორიის მანძილზე ანტირეკორდად შეფასდა. 2020 წლამდე ყველაზე დაბალი ფასი -11 დოლარი 1986 წელს იყო დაფიქსირებული. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ფასი მოთხოვნის ვარდნამ, მარაგების გადავსებამ და ამ ფონზე ძველი კონტრაქტების ვადის ამოწურვამ შეამცირა. ეს ის დროა. როცა მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებშია გამოკეტილი. კითხვები უარყოფითმა ფასმა გააჩინა. მიზეზი ნავთობის სპეციფიკაშია. ჭაბურღილის გაჩერება და შემდეგ სასურველ დროს ამუშავება მომპოვებელს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მცირე პერიოდით მინუს ნიშნით რეალიზება. ეკოლოგიური თვალსაზრისით ასევე ყოვლად დაუშვებელია მისი ადგილზე დაღვრაც.


ფასების გამინუსებამდე 1 კვირით ადრე ხანგძლივი მოლაპარაკებების შედეგად დისტანციურ სამიტზე OPEC+ ქვეყნებმა მოპოვების რეკორდულ დღიურად 9.7 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ბაზარზე მიწოდების 10%-იან კლებას ნიშნავდა. გარიგება ორწლიანია, (მიწოდება ძველ ნიშნულს ეტაპობრივად 2 წელში უნდა დაუბრუნდეს) და თუ მასში რამე კორექტივები არ შევიდა ძალაში 2022 წლის აპრილამდე დარჩება.


ერთის მხრივ მიწოდების რეკორდულმა შემცირებამ და მეორეს მხრივ მოთხოვნის ეტაპობრივმა ზრდამ, შავი ოქროს ფასი ფსკერიდან ამოიყვანა, მაგრამ რადგან მოთხოვნა მაინც უფრო მეტად იყო შემცირებული ვიდრე მიწოდება ზაფხულში იანვრის ფასის მხოლოდ 70%-ის მიღწევა მოხერხდა. ზაფხულის სეზონზე WTI-ის ფასები $40-$42-ის ფარგლებში, ხოლო ბრენტის $42-$46-ის ფარგლებში მერყეობდა.


შემოდგომაზე ევროპასაც და ამერიკასაც პანდემიის მეორე ტალღა დაატყდა თავს. რეგულაციები ხელახლა ამოქმედდა, ოღონდ შედარებით სუსტი. ნავთობის ფასიც ისევ შემცირდა, მაგრამ არა იმ მასშტაბით როგორც აპრილში. ოქტომბრის ფასები 35-37 დოლარს შეადგენდა.


ნოემბერში pfizer-ისა და moderna-ს ვაქცინების წარმატების შესახებ გავრცელდა ცნობა, რამაც ბაზარს პოზიტიური სიგნალი მისცა და ფასები მარტის დასაწყისის მაჩვენებლებს დაუბრუნდა. ამჟამად 2021 წლის თებერვლის ფიუჩერსული ფასი Brent-ის ტიპის ნავთობზე $50-ს შეადგენს, WTI-ის შემთხვევაში $47-ს. ფასების ზრდის ტემპი ბრიტანეთში აღმოჩენილმა ვირუსის ახალმა შტამმა შეაჩერა.


როგორი იქნება 2021 ნავთობის ბაზრისთვის? სავარაუოდოდ 2020-თან შედარებით უკეთესი, მაგრამ არა საუკეთესო. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით 2018 წელს საშუალო დღიური მოხმარება 100.38 მლნ ბარელს შეადგენდა, 2019 წელს, 101.23 მლნ-ს, 2020 წელს ის 92.38 მლნ იქნება, 2021 წელ კი 98.16 მლნ ბარელი, აბუ უფრო ნაკლები, ვიდრე 2018 წელს. შემდეგ წლებშიც ზრდიას ტემპი 2020 წლამდელთან შედარებით უფრო დაბალი იქნება და მაქსიმუმ 2030 წლიდან, შესაძლოა იქამდეც გარდაუვალ დაღმასვლას დაიწყებს. კიდევ უფრო რთულია ფასის ზუსტი პროგნოზირება, მოთხოვნის ზრდას მიწოდების ზრდაც მოჰყვება და ანალიტიკოსთა ვარაუდით საშუალო წლიური ღირებულება $50-ს არ გადააჭარბებს. 


რა ხდება საქართველოში? ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. მოპოვება მიზერულია - 35 ათასი ტონა წლიურად, რაც მოთხოვნის 3%-ზე ნაკლებია, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ეს მცირე მოცულობაც მთლიანად ექსპორტზე გადის. რაც შეეხება მოხმარებას 2019 წელს საქართელომ სულ 544 ათასი ტონა ბენზინი, 534 ათასი ტონა დიზელი, 104 ათასი ტონა საავიაციო ნავთი და 170 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი მოიხმარა, რაშიც $757 მლნ გადაიხადა. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ნავთოპროდუქტბის იმპორტი თანხობრივად 34.3%-ით $686 მლნ-დან $451 მლნ-მდე შემცირდა. 2009 წელს კლება 27.2%-ს შეადგენდა, 2015 წელს - 28.2%-ს.

სურათი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმპორტის მოცულობების მხრივ. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1.2%-ით 1.005 მლნ ტონამდე გაიზარდა. აქედან ბენზინის იმპორტი 1.6%-ით  493.7 ათასი ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 4.2%-ით 511.1 ათას ტონამდე გაიზარდა. იმპორტში ყველაზე დიდი - 30.7%-იანი წილი რუსეთს უკავია, 19.3%-იანი წილით აზერბაიჯანი მეორეზეა, 19.1%-იანი წილით სამეულს რუმინეთი ასრულებს. ნავთობის იმპორტი ასევე ხორციელდება: ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.


იანვარ-ოქტომბერში ყველაზე მეტად - 42.8%-ით 83 ათას ტონამდე საავაიციო ნავთის იმპორტი შემცირდა. მთავარი იმპორტიორი 79.2%-ით ამ შემთხვევაში თურქმენეთია.


იანვარ-ოქტომბერში ასევე მკვეთრად 30.1%-ით 150 ათას ტონამდე შემცირდა სანავთობო ბიტუმის იმპორტიც. ბიტუმის იმპორტში 62.5%-იანი წილით დომინანტი პოზიცია აზერბაიჯანს უკავია.


რაც შეეხება ფასებს საცალო ქსელში, გაზაფხულზე ის მართლაც შემცირდა 60-70 თეთრიტ, მაგრამ შემდეგ ეტაპობრივად თითქმის ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამჟამად ბრენდულ სადგურებზე 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.33-2.46 ლარის ფარგლებში მერყეობს, სუპერი 10 თეთრი მეტი,  რეგულარის ღირებულება 2.14-2.24 ლარის ფარგლებში. დიზელის ფასი 2.22 ლარიდან იწყება და 2.44 ლარამდე ადის. უფრო სტაბილური გაზის ფასი და ის 1.25 ლარიდან 1.29 ლარამდე მეყეობს. არაბრენდულ სადგურებზე ფასები როგორც წესი 10-15 თეთრით ნაკლებია.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ნავთობი



სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ - რა მოლოდინები აქვს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“

2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ - რა მოლოდინები აქვს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“
access_time2021-03-02 14:40:34
„2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თუ დღეს არსებული ვითარება სტაბილურად შენარჩუნდა, კომპანიისთვის 2021 წელი იქნება დაახლოებით, 15-20%-ით უფრო ნაკლები მოგებით, ვიდრე, 2019. თუმცა, როგორც რეზო მაღალაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური კრიზისი გაღრმავება და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმება კომპანიებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ,...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...


მსგავსი სიახლეები

up