„ადამიანებმა საკმარისზე მეტი ითმინეს“ - 30 ივლისს საწვავის მაღალ ფასს „საცობების“ აქციით გააპროტესტებენ

„ადამიანებმა საკმარისზე მეტი ითმინეს“ - 30 ივლისს საწვავის მაღალ ფასს „საცობების“ აქციით გააპროტესტებენ

access_time2018-07-23 10:00:33

ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავის ფასი საგრძნობლად გაძვირდა. ურეაგიროდ დარჩენილი სიტყვიერი განცხადებების შემდეგ, საზოგადოება ცდილობს ხელისუფლებას ხმა საპროტესტო აქციით მიაწვდინოს.  საწვავის ფასების ზრდას მძღოლები 30 ივლისს, გმირთა მოედანზე მასშტაბური საცობით გააპროტესტებენ. ღონისძიებით, რომელიც „Facebook“- ზე დაანონსდა უკვე 4 000-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის თქმით, საზოგადოება აცნობიერებს, რომ ის რეალობა, რომელიც ქართულ ბაზარზეა მხოლოდ გლობალური პროცესებით განპირობებული არ არის. ადამიანები ხვდებიან, რომ მათ კონკრეტულ პროდუქტში იმაზე მეტს ახდევინებენ  ვიდრე იგი რეალურად ღირს.

 

„საზოგადოება ხვდება, რომ ქვეყანაში სხვა ალტერნატივა არ არის. ამ ადამიანებმა საკმარისზე მეტი ითმინეს, მათ სხვა ბერკეტი აღარ აქვთ. მაისის მეორე ნახევრიდან ივნისის მეორე ნახევრამდე, მსოფლიო ბაზარზე გვქონდა ფასების შემცირების ტენდენცია, მაგრამ ამ პერიოდში, სრულიად მოულოდნელად, ჩვენთან ფასები გაიზარდა. საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. საწვავის გაძვირება ნიშნავს ცხოვრების დონის გაუარესებას, სხვადასხვა პროდუქტზე ფასთა ცვლილებას. აქედან გამომდინარე მათ უჩნდებათ ლოგიკური და ობიექტური პროტესტი“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი

 

„აფბას“ ანალიტიკოსი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, ფასის ზრდას ქვეყანაში კონკურენციის არ არსებობა განაპირობებს.

 

„ფასს ნებისმიერ ბაზარზე კონკურენცია არეგულირებს, როდესაც არ ვართ მომპოვებელი ქვეყანა და დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო ტენდენციებზე ასეთ რეალობაში ერთადერთი რაც გვრჩება ფასის დასარეგულირებლად ეს შიდა კონკურენციაა, რომელიც ჩენ პრაქტიკულად არ გვაქვს, იმდენად რამდენადაც ბაზარი არი ოლიგოპოლიური. რამოდენიმე კომპანიაა, რომელსაც აქვს თავისი დალაგებული ფასების პოზიცია, ისინი გარკვეულ კარტელში არიან მოქცეული. ეს არის ექვსი კომპანია რომელიც თავიანთ თამაშის წესებს სთავაზობენ ქვეყანას. აღსანიშნავია ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბაზარი გაიხსნა, წინა წლებში ბაზარი დაკეტილი იყო და ახალ მოთამაშეებს არ უშვებდნენ ბაზარზე. დღეს ბაზარზე მართლა შემოვიდა რამდენიმე კომპანია თუმცა, მათი წილი იმდენად მცირეა რეალურად ზეგავლენის მოხდენის საშუალება არ აქვთ. ამის მიზეზი წარსულში ამ კომპანიების ის სასათბურე პირობები იყო რომელშიც იმყოფებოდნენ, მათ ურბანული თვალსაზრისით იმდენად აქვთ ათვისებული დედაქალაქი, რომ პრაქტიკულად ახალ კომპანიებს არ ეძლევათ კონკურენციაში შესვლის საშუალება .


 

პაატა ბაირახტარი  პროცესში სახელმწიფოს ჩართულობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ხელისუფლება  ვერ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს რომელიც არის კონკურენციის სააგენტო. რომელმაც ბაირახტარის თქმით, კომპანიებს სასათბურე პირობები შეუქმნა.

 

 „როდესაც ესეთი ოლიგოპოლიური ბაზარია, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს მხრიდან მარეგულირებელი. მარეგულირებელია არის კონკურენციის სააგენტო. როდესაც ბაზარზე არის კონკურენციის კანონმდებლობის რამოდენიმე მუხლის დარღვევა, როდესაც სერიოზული ეჭვები არსებობს კარტელთან დაკავშირებით, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა კიდეც , ესეთ რეალობაში სააგენტო პროცესებში უნდა ჩაერიოს“,- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


30 ივლისის საცობების აქციის გზავნილი ხელისუფლებისადმი კი ასეთია:

“შემცირდეს საწვავზე დაწესებული აქციზის გადასახადი (დაუბრუნდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს) არსებული პეტიციის და შემდგომში ამ პეტიციაზე ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნა იქნება, გაუქმდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე გაზრდილი აქციზის გადასახადი. რომელიც შეადგენდა 250 ლარს და იქნა გაორმაგებული და ამჟამად შეადგენს 500 ლარს 1 ტონა ნებისმიერი ოქტანობის მქონე ბენზინის საწვავზე, ხოლო დიზელის შემთხვევაში ფასმა გაორმაგებულ ნიშნულსაც გადააჭარბა და 150 ლარიდან აწეულ იქნა 400 ლარამდე. 1 ლიტრი ბენზინის შემთხვევაში მხოლოდ აქციზი ნაცვლად 25 თეთრისა გახდა 50 თეთრი, ხოლო დიზელის შემთხვევაში ნაცვლად 15 ისა ამჟამად შეადგენს 0.40 ლარს. (საშუალოდ საქართველოში არსებული ავტომობილები 100 კმ. მანძილზე მოიხმარენ 8-10 ლიტრ ბენზინს, რომლისთვისაც მოსახლეობას მხოლოდ აქციზი უჯდება 4-5 ლარი ყოველ 100 კილომეტრზე)


ქვეყანაში რომლის მოსახლეობაც 3.5 მილიონამდეა, ქვეყანაში რომელშიც 300 000-მდე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ადამიანია, ასევე 600 000-მდე სოციალურად დაუცველია, უმუშევართა რიცხვი ისეთი მაღალია რომ ჯერჯერობით ვერ მოახერხეს დათვლა, და სადაც მომუშავეთა 60 პროცენტის ხელფასის ოდენობაც კი მინიმალურია. ასეთ მდგომარეობაში არსებული ქვეყნისათვის აქციზის ფასის ზრდა, მითუმეტეს გაორმაგება და გასამმაგება უკვე ასახულია და მომავალში კიდევ უფრო ბევრ უარყოფით შედეგს გამოიღებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.


სწორედ ამ არსებულმა მიზეზებმა და ქვეყანაში არსებულმა დგომარეობამ გვაიძულა მივმართოთ საქართველოს მთავრობას და ასევე პარლამენტს თხოვნით:


გაუქმდეს 2017 წლის პირველ იანვრიდან ძალაში შესული კანონი, საწვავის აქციზის მატებასთან (გაორმაგება-გასამმაგება) დაკავშირებით და აქციზის გადასახადი დაუბრუნდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებულ ნიშნულს. მადლობა.”



ბაჩო ადამია






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up