“ნავთობიმპორტიორ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი შემცირება „გამორჩათ“, თუმცა ლარის გაუფასურება ფასზე მყისიერად ასახეს“

“ნავთობიმპორტიორ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი შემცირება „გამორჩათ“, თუმცა ლარის გაუფასურება ფასზე მყისიერად ასახეს“

access_time2018-11-07 14:00:34

“გლობალურ ბაზარზე საერთაშორისო ფასის მატებამ და დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება განაპირობა ის, რომ დღე საწვავზე რეკორდულად მაღალი ფასები გვაქვს“- ასე აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი საქართველოში საწვავის ფასის გაზრდას.

 

„ვხედავთ, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ზაფხულში ლარი გაცვლითი კურსი 2,45 იყო დღეს კი 2,75-ია. დამატებითი ფაქტორია ბაზარზე საერთაშორისო ფასი, რომელიც ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე იყო. ბოლო დღეები ფასები წამოვიდა კლებისკენ, ეს პოზიტიურია, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება კლება და რამდენად სტაბილური იქნება, დღესდღეობით ამაზე საუბარი რთულია“,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

 

გამომდინარე ბაზრის სპეციფიკიდან, ვანო მთვრალაშვილს ფასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს, კომერსანტის კითხვაზე შეინარჩუნებენ თუ არა ნავთობ იმპორტიორები საწვავის ფასს, მთვრალაშვილის პასუხი ასეთია:

 

„ნაწილი კომპანიები ეცდებიან, რომ ფასები შეინარჩუნონ, რიგ კომპანიებს კი შეიძლება ფასების მომატება მოუწიოს. ბაზარზე არის სერიოზული კონკურენცია, სწორედ კონკურენცია განსაზღვრავს შემდგომში კომპანიების ქცევას. ფასების მატება კომპანიებისთვის მტკივნეული საკითხია იმიტომ, რომ გაზრდილი ფასი ნიშნავს მოხმარების შემცირებას. მარტო საწვავის ფასზეც ხომ არ არის საუბარი, ამის კვალდაკვალ სხვა პროდუქტების ფასებიც გაიზრდება, ხშირ შემთხვევაში სპეკულაციურად, მაგრამ ცვლილებას მაინც განიცდის“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

 

საწვავის გაძვირების კიდევ ერთ ტალღაზე საუბრობს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი. მისი თქმით, ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს მსოფლიო ბაზარზე ფასის მკვეთრი შემცირება „გამორჩათ“, თუმცა როგორც ბაირახტარი ამბობს ლარის გაუფასურება კომპანიებმა ფასზე მყისიერად ასახეს.


 „ფასის მატებას არც ერთი კომპანიის მხრიდან, რომლებმაც ფასები დააკორექტირეს განცხადება არ მოჰყოლია, ალბათ ამას ახსნიან კურსის გაუფასურებით, მაგრამ, აქვე გასათვალისწინებელია,  ის ერთთვიანი მონაკვეთი, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაა და 76 დოლარიდან ფასი შემცირებულია 62 დოლარამდე. ჩვენ გვაქვს თითქმის 18 პროცენტიანი შემცირება. ამის გათვალისწინებით, ადგილობრივი საწვავის ბაზარზე უნდა მომხდარიყო ფასების შემცირება. ამ პერიოდში  ეროვნული ვალუტა მეტნაკლებად სტაბილურობით ხასიათდებოდა, მაგრამ ჩვენთან საწვავის ფასები იგივე რჩებოდა. ახლა კი, როდესაც გაუფასურდა გაცვლითი კურსი, ამ მიმართულებით კომპანიებმა საფასო პოლიტიკაზე დაუყონებლივ ასახეს“,- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

 

აფბას ანალიტიკოსის თქმით, კომპანიებმა ტყუილით შეეცადნენ საზოგადოება შეემზადებინათ ფასების მატებისთვის:

 


„წინასწარ დააანონსეს, რომ  მსოფლიო ბაზარზე ფასების მატების გამო ფასების გაზრდას აპირებდნენ,  ეს განცხადება არის ტყუილი. მაშინ როდესაც ანალიტიკოსებმა გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ არანაირი ფასის ზრდა არ მომხდარა. ახლა იტყვიან, რომ კურსი გაუფასურდა და ამის გამო მოხდა ფასების დაკორექტირება. დღეის მდგომარეობით შესაძლებელი იყო ფასების შენარჩუნება ძველ ნიშნულზე, რამდენადაც ამის საშუალებას გლობალური ბაზარი იძლევა“, - განმარტავს პაატა ბაირახტარი.

 

პაატა ბაირახტარი განმარტავს, რომ საწვავზე ფასების პერმანენტული ზრდამ შეუძლებელია სასურსათო კალათის გაძვირება არ გამოიწვიოს. მისივე თქმით, ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იყენებს, რეალურ სურათს ვერ ასახავს:

 

„ჩვენ გვაქვს ორი რეალობა, პირველი რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს და რომლის მიხედვითაც ინფლაცია არის მიზნობრივზე დაბალი. ფასების საერთო დონის მატება არ შეინიშნება და ამით თითქოს უნდა დავწყნარდეთ. მაგრამ, არის მეორე რეალობა - ესაა გაზრდილი საწვავის ფასი, რომელიც ყველა პროდუქტის ღირებულებაში შედის და რომელიც პროდუქტს აძვირებს. თუ რეალისტები ვიქნებით და ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიას გადავხედავთ  ისეთ აბსურდულ ნივთებზე, როგორიც არის გიტარა და ა.შ,  ჩვენ მივიღებთ არსებითად განსხვავებულ სურათს და დავინახავთ, რომ ინფლაცია იმაზე უფრო მეტია ვიდრე ჩვენ ციფრებში გვაქვს. ეს მეთოდოლოგია საჭიროებს გადახედვას, რამდენადაც ეს არის ძელი მეთოდოლოგია. თუ რიგითი ადამიანი კონკრეტულ პროდუქტზე დააკვირდება ფასთა ცვლილებას დაინახავს რადიკალურ განსხვავებას“,- აცხადებს პაატა ბაირახტარი.

 

2018 წლის  5 ნოემბრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა.

 

 

2018 წლის  6 ნოემბრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

 

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 72,13  (- 1,04)  დოლარი/ბარელზე.

 

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,21 (- 0,89)  დოლარი/ბარელზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები ყოველდღიურად მცირდება, საქართველოში ფასის შემცირებაზე არავინ საუბრობს, მეტიც ნავთობ იმპორტიორები ლარის გაუფასურების გამო საწვავზე ფასის ზრდას არ გამორიცხავენ.

 

 

 

 

ავტორი: ბაჩო ადამია





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up