„ნატურალური ყველი ძალიან მალე ფუფუნების პროდუქტი გახდება ,მას ყველა ვერ შეიძენს“- ანა მიქაძე სახელმწიფოს ფერმერების დახმარებისკენ მოუწოდებს

„ნატურალური ყველი ძალიან მალე ფუფუნების პროდუქტი გახდება ,მას ყველა ვერ შეიძენს“- ანა მიქაძე სახელმწიფოს ფერმერების დახმარებისკენ მოუწოდებს

access_time2020-03-30 15:20:12

ქვეყანაში ყველზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ის დაწესებულებები, სადაც ყველი ყველაზე დიდი რაოდენობითი იყიდებოდა, რესტორნები სასტუმრობი და საცხობები, დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო დახურულია.ადგილობრივი ბაზრის გაჩერებამ  რძის პროდუქტების კომპანიას „ცეზარი“ მოკლე პერიოდში 70 000 ლარის ზარალი მიაყენა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ცეზარ კახაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს პროდუქტი ექსპორტზე გააქვს, ადგილობრივი ბაზრის შეზღუდვამ მაინც დააზარალა.

 

 „ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ იმპორტზე და ამ მხრივ ჯერ პრობლემა არ გვაქვს. სამწუხაროა  ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ბაზარი ძალიან ცუდ დღეშია.ამ თვეში გაყიდვების მაჩვენებელი ადგილობრივ ბაზარზე 70 000 ლარით შეგვიმცირდა. ბევრ სასტუმროს და რესტორნს ვამარაგებდით და არსებულმა მდგომარეობამ ბაზარზე იმოქმედა.ამ პირობებში კარგი იქნება, თუ ქვეყანაში საველე მაცივრები იარსებებს, რაც ფერმერს  პროდუქტის შენახვაში დაეხმარება. მეწარმეს  ამის გაკეთება ფინანსური სახსრების არქონის გამო  არ შეუძლია.  დღეს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა და ვისურვებდი, რომ ამ მდგომარეობიდან მალე გამოვიდეს. მერე ალბათ  ყველაფერი დალაგდება.“-აღნიშნავს ცეზარ კახაძე.

 

რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების გამო, მცირე  საწარმოები  შემოსავლებს ყოველდღიურად კარგავენ.  „ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ “კომერსანტთან” საუბრისას აღნიშნა, რომ  თუ ეს პრობლემა ახლო მომავალში არ მოგვარდება, ქვეყანა შესაძლოა სავალალო შედეგების წინაშე აღმოჩნდეს.

 

მოთხოვნის ასეთი შემცირების ფონზე, მცირე  საწარმოები თითქმის გაჩერდნენ. მართალია პატარა დანაზოგები ყველას აქვს, მაგრამ ცოტა ხანში ეს დანაზოგიც ამოიწურება. რძის მწარმოებელი ფერმერებიც რთულ სიტუაციაში არიან. ნატურალური რძეც აღარ იყიდება. მწარმოებელთა ნაწილმა რძის შეძენაზე უარი განაცხადა, რადგან აღარ იციან ამდენი ყველი სად წაიღონ. პატარა ფერმები შემოსავლის გარეშე დარჩებიან რადგან მათი რძე არ იყიდება. ბაზარზე კი ამის ნიშნები ნათლად ჩანს.“-ამბობს  ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.


 

„ყველის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე  თვლის, რომ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა, საველე მაცივრების მოწყობაა, რომლებიც ფერმერებს ყველის შენახვის საშუალებას მისცემს.

 

„ასეთი კრიზისული პერიოდის დროს აუცილებელია გაკეთდეს მაცივრები, გამოიყოს ასეთი ზონა თუნდაც, რომელიმე რეგიონში და შევინახოთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ზედმეტ ხარჯებსაც არ მოითხოვს. ამას რომ თავი  დავანებოთ, რძეს შევინახავთ, რომელიც არც ისე ბევრი აქვს ქვეყანას, ვგულისხმობ ნატურალურს და არა შენარევებისგან დამზადებულს.იმ მაცივრის გაკეთება, რომელსაც მე ვამბობ არის ძალიან მარტივი, რაიმე ძველი შენობა, რომ შეიფუთოს სენდვიჩ პანელით, რა მასალაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მათაც დავეხმარებით რეალიზაციაში ვისაც ეს ტექნიკა შემოტანილი აქვს და რა თქმა უნდა ფერმერებისთვისაც დიდი შვება იქნება.


თუ ამას  არ გავაკეთებთ, ძალიან მალე ნატურალური რძის პროდუქტი, თუნდაც, ყველა აღარ იქნება ხელმისაწვდომი და ფუფუნების პროდუქტად გადაიქცევა.თავის დროზე როგორც ღვინის სუბსიდირება მოახდინეს, ახლა ყველს სჭირდება დახმარება.“-ამბობს ანა მიქაძე.



ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up