თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

access_time2022-05-14 09:15:10

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მოსახვედრად ასპირანტ ქვეყანას ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დასტური სჭირდება, შესაძლოა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ერდოღანმა განმარტა, რომ ამ ორ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აკვირდება, მაგრამ დადებით შედეგს არ ელოდება, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. საკუთარ გადაწყვეტილებას ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთი სამხედროების და სხვა ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას უკავშირებს, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეულნი – უკვე დიდი ხანია, რაც ფინეთი, შვედეთი და ზოგიერთი სხვა დასავლური სახელმწიფო ქურთებს და მათ მიერ მართულ სირიის დემოკრატიულ ძალებს მხარდაჭერას უცხადებენ.

თუმცა, როგორც ჩანს თურქეთის პოზიცია საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის – Bloomberg-ის თქმით, რომელიც ინფორმაციას ქვეყნის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, თუ ფინეთი და შვედეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მებრძოლი ქურთების სამხედრო ძალებთან დაკავშირებით პოზიციას რადიკალურად და მკაფიოდ შეიცვლიან, თურქეთი მათთან NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ისიც თქვა, რომ არ გაიმეორებს იმავე შეცდომას, რომელიც 1980 წელს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საბერძნეთის გაწევრიანებისას იქნა დაშვებული, რადგან მისი თქმით, საბერძნეთს სურს რომ თურქეთთან არსებული საზღვაო საზღრების საკითხის გარკვევაში NATO ჩარიოს.


საინტერესოა, რომ რეჯეფ ტთაიფ ერდოღანის ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გუშინ, 12 მაისს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ქვეყნის NATO-ში დაუყონებლივ გაწევრიანებას უჭერენ მხარს.


წყარო: forbes.ge




ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up