NATO–ს საწვრთნელი ცენტრი - თანამშრომლობის რა მექანიზს განიხილავენ ალიანსსა და საქართველოში ავღანეთის შემდეგ?

NATO–ს საწვრთნელი ცენტრი - თანამშრომლობის რა მექანიზს განიხილავენ ალიანსსა და საქართველოში ავღანეთის შემდეგ?

access_time2021-07-27 19:30:37

მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო მისია დასრულდა, რომელიც საქართველოს აძლევდა შესაძლებლობას, კოლექტიური უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მასში საკუთარი წვლილის შემტანიც ყოფილიყო, დადგა საკითხი, როგორ უნდა გაგრძელდეს NATO-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები იგივე მიმართულებით და სტატუსით. ირკვევა, რომ თემაზე საქართველოსა და ალიანსშიც მსჯელობენ. კერძოდ, "აქცენტისთვის" კვლევის პროცესში სხვადასხვა წყაროებით ცნობილი გახდა, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია, კონკრეტულად რა ახალი ფუნქცია შეიძლება, გამოიძებნოს ქვეყნისთვის და ერთ–ერთ მექანიზმად თბილისის ინიციატივა განიხილება, საქართველოში NATO-ს ძალების საწვრთნელი ცენტრის განთავსების თაობაზე.


საკითხზე ოფიციალური პირები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, "აქცენტთან" ამასწინანდელ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO –ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმაც განაცხადა, რომ "ალიანსს სურს, საქართველოსთან შეინარჩუნოს თავსებადობის მაღალი დონე ავღანეთში NATO–ს მისიის დასრულების შემდეგაც":


„საქართველო ერთ-ერთია ალიანსის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ძალზე მცირერიცხოვან პარტნიორებს შორის, რაც იძლევა მთელ რიგ ინსტრუმენტებს სამომავლოდ ერთობლივი მუშაობის გასაგრძელებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გზებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო დარჩეს NATO–ს ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ პარტნიორად.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" სტრატეგიული სწავლებების მიმართულების ხელმძღვანელი, ​აშშ–ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ NATO–მ უნდა გაითვალისწინოს საწვრთნელი ცენტრის თაობაზე ოფიციალური თბილისის შეთავაზება.
ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია, NATO–სა და სხვა ევროპელი პარტნიორებისთვის შესანიშნავი საწვრთნელი ცენტრის უზრუნველყოფა. ქვეყანაში ცოცხალი ცეცხლისა და მანევრისთვის კარგი სივრცეები, მთაში წვრთნების ჩასატარებლად შესანიშნავი ტერიტორიები და ამფიბიური მანევრებისთვის კარგი შესაძლებლობებია. შეიძლება, რომ საქართველოში აშენდეს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიცაა გერმანიაში მდებარე ჰოენფელსის. იგი არის აშშ-ის არმიის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრი"
, – განაცხადა ჰოჯესმა „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას.


ქართველი სამხედროების ჩართულობა პოლონეთში განთავსებულ NATO–ს ​ბატალიონში და ინდივიდუალური შესაძლებლობები


გარდა თბილისის შეთავაზების გათვალისწინებისა, ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ NATO–მ საქართველო პოლონეთში განთავსებულ NATO–ს ​ბატალიონში უნდა მიიწვიოს:



"NATO–მ უნდა მიიწვიოს საქართველო, შეუერთდეს პოლონეთში განთავსებულ "NATO–ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების" (EFP) მრავალეროვნულ ბატალიონს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. ამ მისიაში მონაწილეობით უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ჯარისკაცების მუდმივი როტაცია, რომლებიც გაწვრთნილი იქნებიან მზადყოფნის უმაღლეს დონეზე და ამასთანავე, შეჩვეულნი იქნებიან NATO–ს სხვა ქვეყნების სამხედროებთან მუშაობას".

მისივე თქმით, ქართველი ოფიცრებისთვის არსებობს ინდივიდუალური შესაძლებლობებიც:


„მაგალითად, ქართველმა ოფიცრებმა შეიძლება, იმუშაონ ევროპაში განთავსებულ NATO–ს სხვადასხვა შტაბ-ბინაში. ამ კუთხით კარგი დასაწყისი იქნება რუმინეთში, სიბიუში განთავსებული შტაბ-ბინა. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეყოლება ოფიცრები ერთობლივი და მრავალეროვანი ოპერაციების გამოცდილებით. საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც საქართველო საბოლოოდ გახდება NATO–ს წევრი, მას უკვე ეყოლება ბევრი ოფიცერი, რომელსაც უკვე ექნება გავლილი წვრთნის მაღალი დონე და მიჩვეული იქნება ალიანსის ძალებთან ერთად მუშაობას".

ამასთან, ჰოჯესი მიიჩნევს, რომ "საქართველოს შეუძლია, გამოიყენოს თავისი ბრწყინვალე სანაპირო დაცვის შესაძლებლობები სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

წლებია, საქართველო ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას პროფესიონალი ოფიცრები და ჯარისკაცები ჰყავს. მათი ჩართულობა NATO–ს ნებისმიერ შტაბ–ბინაში, ორგანიზაციაში, გაერო–სა თუ ევროკავშირის ოპერაციებში არის ღირებული“, – დასძენს ამერიკელი ანალიტიკოსი.

​შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა რობერტ ჰამილტონმა და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ საქართველოსთის 5 შესაძლო ინიციატივაზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ NATO-სთან საქართველოს საკითხზე მუშაობის თაობაზე აშშ-ის როლზე.


რატომ უნდა იმუშაოს აშშ-მა NATO-სთან საქართველოს თაობაზე


ჰამილტონი და კოფი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მა NATO-სთან იმუშაოს, რათა საქართველო ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს.


„თბილისმა იცის, რომ NATO–ში გაწევრიანება მეტწილად პოლიტიკური საკითხია. მან უკვე დააკმაყოფილა, ან გადააჭარბა იმ სამხედრო მოთხოვნებს, რაც საჭიროა „ცივი ომის“ შემდგომი აპლიკანტებისთვის. ამასთან, საქართველოს ლიდერებს ესმით, რომ NATO-სთან ოპერაციებში ყოფნა კრიტიკულია ალიანსის რადარზე დარჩენისთვის. თბილისის ხედვით, NATO–ს ოპერაციებში ქართული ძალების ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის: ამის გაკეთება არ იძლევა გაწევრიანების მიწვევის გარანტიას, მაგრამ ამის შეუსრულებლობა თითქმის იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს [მიწვევა] არასოდეს მოხდება. საქართველო ასევე დიდად აფასებს აშშ-ისა და ქართველ სამხედროებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობს, რომელიც წლების განმავლობაში ერთად წვრთნებისა და ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა.

საქართველო საშიშ სამეზობლოშია და რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, საქართველომ შეძლო სერიოზული თავდაცვის რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობს გაცილებით მაღალი ტემპით, ვიდრე NATO–ს ბევრი ქვეყანა, სწორედ ამიტომ აშშ-მა NATO-სთან უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს“, – აცხადებენ ჰამილტონი და კოფი.

accentnews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up