ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი ანგარიში მიიღო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი ანგარიში მიიღო

access_time2019-10-13 16:45:01

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.


როგორც imedinews-ს ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის.



ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია ლონდონში 12 ოქტომბერს გაიხსნა.


თეგები:
ნატო



15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები

 როგორ მოიპარა „ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები - დეპუტატების პასუხები
access_time2019-11-14 20:15:29
ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა, 2020 წლის არჩევნები პროპორციული არ იქნება. ქართული ოცნების 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ ხმა არ მისცა. საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორი მმართველი გუნდის 93 დეპუტატი იყო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი....

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...


მსგავსი სიახლეები

up