ნატო აგრესიული ხასიათისაა და ალიანსის ნებისმიერი გაფართოებას სტაბილურობა და უსაფრთხოება არ მოაქვს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„მოგეხსენებათ, ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ ალიანსის აგრესიულ ხასიათში. ეს არათავდაცვითი ალიანსია და მისი გავლენების ნებისმიერი გაფართოება არ არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომტანი“, – ასეთი პასუხი გასცა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებას ეხებოდა, რომ ნატო უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დახმარებას გააფართოებს.