ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად

access_time2020-02-25 22:40:19

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისკენ.

 

ატილა მესტერჰაზი ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი ვალდებულება ნატო-ს ფასეულობების მიმართ.

 

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებისკენ და მხარს უჭერს მას ამ გზაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგითა და აქტიური თანამშრომლობით.

 


ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ნატო ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ამ პრინციპებისადმი პატივისცემა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, გაწევრიანების პროცესის განუყოფელ ნაწილია. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის აჩვენოს მისი ვალდებულება ამ ფასეულობების მიმართ. ვწუხვარ, რომ 2020 წელს სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება გასულ ნოემბერს დაირღვა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის“, – აცხადებს ატილა მესტერჰაზი.

 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად.

 

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი დადგენილება ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეში, ბადებს კითხვებსა და შეშფოთებას. ვშიშობ, დადგენილებასთან დაკავშირებული გარემოებები, კიდევ უფრო აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს.

 

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შექმნას პირობები დიალოგის გასაახლებლად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ქართველი ხალხის ნდობის აღსადგენად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

 

ყველაფერს გავაკეთებ, რათა უზრუნველვყო, რომ ასამბლეამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ველი ბოლოდროინდელი მოვლენების განხილვას ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე“, – აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

 

 1tv


თეგები:
ნატო



უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან,  ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!
access_time2020-03-31 09:55:45
დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ...

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“
access_time2020-03-31 10:00:10
გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. „კომერსანტი“ დაინტერესდა,...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...


მსგავსი სიახლეები

up