NATO-ს პოლკოვნიკი: თუ გინდათ კრემლის პროპაგანდას მოერიოთ, ჩინოვნიკებს განათლება უნდა მისცეთ!

NATO-ს პოლკოვნიკი: თუ გინდათ კრემლის პროპაგანდას მოერიოთ, ჩინოვნიკებს განათლება უნდა მისცეთ!

access_time2018-08-10 18:00:22

NATO- სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე აივარ ჯაესკი, "აიპრესთან" ინტერვიუში კრემლის პროპაგანდის შესახებ საუბრობს. "აიპრესის" შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ კრემლის პროპაგანდას, ჯაესკი წინააღმდეგობის გაწევის სამ ძირითად მექანიზმს ასახელებს: ტყუილების გამოაშკარავება, მათთან კამათში შესვლისგან თავის შეკავება და განათლება.


- მთელი სიმძლავრით იგრძნობა რუსული პროპაგანდა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ისწრაფვიან ალიანსის წევრობისკენ. ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს არაერთხელ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გაუკეთებიათ ამასთან დაკავშირებით. არც ისე იოლია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი აქვთ ამ ყველაფერში ჩართული. როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას თქვენი აზრით?


"ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, გლობალური პრობლემაა. რუსეთს უზარმაზარი რესურსი და საშუალება აქვს, რათა წინ წაწიოს და ყველგან გაავრცელოს კრემლის პროპაგანდა.


პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვაშკარაოთ ყველა ის ტყუილი, რაც მათგან მოდის, რადგან პროპაგანდა ყოველთვის ტყუილებისა და სიყალბისგან შედგება. ჩვენი ამოცანა ამ სიყალბეებისა და მანიპულაციების გამოვლინებაა.



რეალურად, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ხანდახან ამ პროპაგანდას ძალიან სერიოზულად უდგებიან, როდესაც მისი ხუმრობად ქცევაც კი შესაძლებელია. იუმორი ძალიან გეხმარება. იმისათვის, რომ პროპაგანდა ხალხმა შენიშნოს, აუცილებელია საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და ჩინოვნიკებს მისცე განათლება. შედეგად ისინი საკმარისად ჭკვიანები იქნებიან და არ გახდებიან პროპაგანდის მსხვერპლი", - აღნიშნავს ჯაესკი.


ინტერვიუ ჩაწერილია "აიპრესის" მიერ 2016 წლის 2 ნოემბერს. გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გამოგვექვეყნებინა აგვისტოს ომის მოვლენებთან და იმ რუსული პროპაგანდის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა ამ დღეებში და კვლავ გრძელდება...



iprees

 






აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up