„NATO-ს კარი ღიაა“ - თბილისი ასამბლეისთვის ემზადება

„NATO-ს კარი ღიაა“ - თბილისი ასამბლეისთვის ემზადება

access_time2017-05-25 12:25:15

თბილისი, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისთვისაც ემზადება. ასამბლეა 26-29 მაისს ჩატარდება. საქართველო NATO-ს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. საინტერესოა, რომ დანარჩენი ის ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია. საგაზაფხულო სესიაზე დელეგატებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ელოდებიან.

 

ამ დღეებში, სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, თბილისს ასამბლეის 600-მდე დელეგატი ეწვევა, მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები.


როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, ეს ასამბლეა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი აქვს NATO-ს საქართველოსთან.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი ძალიან მაღალი დონის ფორუმი ტარდება საქართველოში. მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.



„ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება NATO-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება", - ეს კი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარია. „ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. NATO-ს ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა არაწევრ ქვეყანაში ასამბლეა. 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება NATO-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ამ დღეს ჩვენ დიდი სიხარულით ვხვდებით. ხვალ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მართლაც ამ შემთხვევაში ეს დღე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ტარდება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი წარადგინოს თავი საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში ვერ ჩამოდის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. თუმცა, ბრუსელში მყოფმა გენერალურმა მდივანმა „პირველ არხთან" საქართველოს შესახებ, ვრცელი და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

 

„საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები.

 

მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად. ახლა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს. გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.

 

საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ.
რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ NATO-ს კარი ღიაა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up