ნატო კოსმოსის  ახალ ოპერაციულ სფეროდ აღიარებას  გეგმავს

ნატო კოსმოსის ახალ ოპერაციულ სფეროდ აღიარებას გეგმავს

access_time2019-11-19 23:20:06

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ნოემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე შეთანხმდებიან, კოსმოსი ​ხმელეთთან, ჰაერთან, ზღვასთან და კიბერსივრცესთან ერთად ოპერაციულ სფეროდ აღიარონ. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ნატო განაგრძობს სტრატეგიული გამოწვევების წინაშე ადაპტირებას. ხვალ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ველოდები, რომ მინისტრები შეთანხმდებიან აღიარონ კოსმოსი, როგორც ოპერაციული სფერო ხმელეთთან, ჰაერთან, ზღვასთან და კიბერსივრცესთან ერთად. კოსმოსი მნიშვნელოვანია ალიანსის თავდაცვისუნარიანობისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, კოსმოსის ნატო-ს ოპერაციულ სფეროდ აღიარება იქნება მკაფიო ნიშანი, რომ ალიანსი განაგრძობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ყველა სფეროში. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს.


 

„ჩვენი მიდგომა დარჩება თავდაცვითი და იქნება საერთაშორისო სამართლის სრულ შესაბამისობაში. ნატო-ს არ აქვს განზრახვა განათავსოს იარაღი კოსმოსში, თუმცა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს მისიებსა და ოპერაციებს შესაბამისი მხარდაჭერა აქვთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

1tv.ge





პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
access_time2020-08-05 13:30:13
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა. თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს
access_time2020-08-05 12:10:50
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო. 2014...

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე
access_time2020-08-05 11:35:43
2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულადუარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ...

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი
access_time2020-08-05 11:45:34
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მისივე თქმით, ასევე ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის...


მსგავსი სიახლეები

up