ნატო და აშშ რუსეთთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ  - რა წერია „ელ-პაისში“ გაჟონილ წერილებში?

ნატო და აშშ რუსეთთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ - რა წერია „ელ-პაისში“ გაჟონილ წერილებში?

access_time2022-02-02 19:00:08

აშშ-სა და ნატოს არ სურთ კონფრონტაცია და მზად არიან განიხილონ რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე მათთვის პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა: ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა და მოთხოვნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლამდე არსებულ საზღვრებს, - ამის შესახებ საუბარია ესპანურ გამოცემა „ელ-პაისის“ მიერ გამოქვეყნებულ კონფიდენციალურ დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ პოზიციას რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე.

კრემლის მოთხოვნის პასუხად, რომ ალიანსმა უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე აღმოსავლეთ ევროპაში (მათ შორის, უკრაინაში), ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბრიუსელი მოუწოდებს მოსკოვს, „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“.

შესაბამისი ფაილები ესპანური გამოცემის ონლაინგვერდზე გამოქვეყნებულია სახელწოდებით „აშშ-ისა და ნატოს დოკუმენტები, წარმოდგენილი იმ შეთანხმების პასუხად, რომელიც რუსეთმა 17 დეკემბერს შესთავაზა“.




რაც ცნობილი იყო და არ იყო



ინგლისურ ენაზე შედგენილი, ნატოს პასუხი ოთხგვერდიანია, ხოლო ვაშინგტონის - ხუთგვერდიანი. გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოტანილია მოსაზრებები, რომლებიც ოფიციალურ დონეზე ამა თუ იმ ფორმით უკვე გამოთქმული იყო დასავლეთის მხარის მიერ, ან დასავლეთის მედიაში ჩნდებოდა წყაროებზე დაყრდნობით.

- ვაშინგტონი მზად არის დაიწყოს დისკუსია ე.წ. უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპზე, მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, რაზეც მოსკოვი აპელირებს;
- აშშ მზად არის განიხილოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსების შეზღუდვის საკითხი და სთავაზობს რუსეთს პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული Aegis Ashore-ი სისტემების ინსპექციის მექანიზმის შექმნას, რათა მოსკოვი დარწმუნდეს, რომ ამ ტერიტორიაზე არ არის განთავსებული Tomahawk-ის რაკეტები. სანაცვლოდ, ვაშინგტონი მოითხოვს, რომ მიეცეს შესაძლებლობა, შეამოწმოს რუსეთში მიწისზედა ბაზირების რაკეტების განლაგების ორი ადგილი, რომელსაც თავადვე აირჩევს;
- ვაშინგტონი თანახმაა, რომ კიევთან კონსულტაციების შემდეგ, აწარმოოს დიალოგი უკრაინაში მიწისზედა ბაზირების შეტევითი რაკეტებისა და მუდმივი კონტინგენტის განლაგებაზე უარის თქმის თაობაზე, მოსკოვის მხრიდან ანალოგიური გარანტიის არსებობის შემთხვევაში;
- ნატო და აშშ მზად არიან განიხილონ ევროპაში სამხედრო სწავლებების საკითხი, მათ შორის, ვენის 2011 წლის დოკუმენტის მოდერნიზების შესაძლებლობა. მაგრამ ეს არ ეხება ბრიგადის დონეზე დიდ მანევრებს როგორც რუსეთის და მისი მოკავშირეების, ისე ნატოს საზღვრებიდან დაშორებით, „ორივე მხარის მიერ შეთანხმებული კონფიგურაციის და განედის ზოლში“, როგორც ამას რუსეთი ითხოვს;
- ამასთან, ბრიუსელი მოუწოდებს მოსკოვს, რომ დაუბრუნდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულების შესრულებას, ამ ძალების განლაგების და მათი რიცხოვნობის თაობაზე ინფორმირების ჩათვლით. რუსეთმა 2007 წელს გამოაცხადა მორატორიუმი CFE-ის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც ნატოს ქვეყნებმა უარი თქვეს ეუთოს ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირებაზე;

- ნატო სთავაზობს რუსეთს ერთობლივი სისტემური კონსულტაციების გამართვას კოსმოსში რისკების შემცირების გარშემო და მოუწოდებს მოსკოვს, რომ თავი შეიკავოს ანტისათანამგზავრო იარაღის გამოცდისგან;

- აშშ და ნატო რუსეთს სთავაზობენ დიალოგის გამართვას იარაღის კონტროლის ზომებზე ინციდენტების პრევენციის მიზნით, იმის სანაცვლოდ, რომ ვითარება დეესკალაციას დაექვემდებარება უკრაინაში და რუსეთი ჯარებსა და მშვიდობის დამცველებს გაიყვანს ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.



რას ითხოვდა და რაზე მიიღო უარი რუსეთმა?



პასუხად კოლექტიური დასავლეთისა, რომელიც რუსეთს სანქციებით ემუქრება უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში, მოსკოვმა გასული წლის ბოლოს შეიმუშავა რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები.




აშშ-ისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების რუსულ პროექტში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები კისრულობს ვალდებულებას, გამორიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს ამბობს ალიანსში იმ ქვეყნების მიღებაზე, რომლებიც წინათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“;




- ასევე არ შექმნის სამხედრო ბაზებს წინათ სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ნატოს შემადგენლობაში, არ გამოიყენებს მათ ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;




- რუსულ პროექტში საუბარია აგრეთვე შეიარაღების განთავსების შეზღუდვებზე, მათ შორის, საშუალო და მცირე რადიუსის სახმელეთო ბაზირების რაკეტებისა, ასევე ქვეყნის გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ;





- ნატოსთან შეთანხმების პროექტშიც ლაპარაკია ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ნატოს გაფართოება, მათ შორის, უკრაინის, ასევე სხვა ყოფილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიერთება;



- რუსეთი მოითხოვს ნატოს ინფრასტრუქტურის დაბრუნებას 1997 წლამდე პოზიციებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ალიანსმა ფაქტობრივად უნდა მოაშიშვლოს აღმოსავლეთი ფლანგი.





რუსეთს სურს, ასევე, რომ მოკავშირეებმა უარი თქვან „ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინის, ასევე სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ და საზღვრის მახლობლად მსხვილი სამხედრო სწავლების ჩატარებაზე.



ვალდებულებების უდიდესი ნაწილი აშშ-სა და ნატოს შეეხება. რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტში ლაპარაკი არ არის.



„აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ამ მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, პირდაპირ მარტივად დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა იყოს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ!“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.




მალევე, აშშ-ის ადმინისტრაციასა და ბრიუსელში „მიუღებელი“ უწოდეს რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლებითაც რუსეთი ცდილობს, ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.




12 იანვარს, ნატოს შტაბბინაში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა მკაფიოდ განუმარტეს რუსეთის დელეგაციას, რომ ალიანსი არ იტყვის უარს გაფართოებაზე და ასევე ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული ჯარების საშუალებით.





„ჩვენ არ ვაპირებთ დავეთანხმოთ იმას, რომ მომავალში ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს. არ ვაპირებთ დავეთანხმოთ 1997 წლამდე პერიოდში დაბრუნებას. არ ვაპირებთ დავეთანხმოთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ევროპაშია განლაგებული, უნდა გავიდეს ევროპიდან“, - განაცხადა ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანმა.




რუსეთის პრინციპული შეფასებები იგნორირებული აღმოჩნდა



ესპანურ გამოცემა „ელ-პაისში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ და ნატო კვლავ ადასტურებენ, რომ „ღია კარის“ პოლიტიკას ემხრობიან. აშშ ალიანსის ძალების მოცულობას მიიჩნევს რუსეთის ძალების პროპორციულად და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არ განათავსებს მოსკოვის შეშფოთების გამომწვევ, დამრტყმელ ჯგუფებს და ბირთვულ შეიარაღებას, ხოლო ალიანსის ძალების გაძლიერებას ვაშინგტონი უკავშირებს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. დასავლეთი ასევე უგულებელყოფს მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება დაუბრუნდეს 1997 წლის ნიშნულს. ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო მოქმედებებისგან უარის თქმის მოთხოვნის პასუხად, ნატო ითხოვს „უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას“.




რუსეთის დიპლომატიურმა წყარომ სააგენტო „რია-ნოვოსტის“ დაუდასტურა ესპანური გამოცემის მიერ მოპოვებული კონფიდენციალური ხასიათის პასუხების უტყუარობა.




კონფიდენციალური ხასიათის წერილების გაჟონვა დაემთხვა 1 თებერვალს ვლადიმირ პუტინის მიერ გამართულ პრესკონფერენციას, რომელზეც რუსეთის ლიდერმა პირველად გამოხატა თავისი აზრი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე.




„ყურადღებით ვაანალიზებთ 26 იანვარს აშშ-ისა და ნატოსგან მიღებულ წერილობით პასუხებს. მაგრამ უკვე ახლავე აშკარაა, რომ რუსეთის პრინციპული შეშფოთებები იგნორირებული აღმოჩნდა“, - განაცხადა პუტინმა 1 თებერვალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.




კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არსებული უთანხმოების ფონია უკრაინის საზღვარზე შექმნილი არასტაბილური ვითარება, რაშიც აშშ და ევროკავშირი რუსეთს ადანაშაულებენ.




შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ თუკი რუსეთი, რომელმაც უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი, თავისი მეზობლის წინააღმდეგ სამხედრო იერიშს დაიწყებს, ამას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.




რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის სამზადისს და ვითარების ესკალაციაში კიევსა და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს.



წყარო : radiotavisupleba.ge 


თეგები:
ნატო აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up