ნატო ბოჭორიშვილი: საშუალო და დაბალფასიან ოფისებზე მოთხოვნა არსებობს

ნატო ბოჭორიშვილი: საშუალო და დაბალფასიან ოფისებზე მოთხოვნა არსებობს

access_time2022-01-26 17:00:00

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნატო ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საოფისე ფართებზე მოთხოვნა ხარისხობრივ ჭრილში გადაკვალიფიცირდა.


კომპანიებს, რომელსაც ნაქირავები ჰქონდათ ნაკლებად კომფორტული სივრცეები და ოფისის არსს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, დღეს მათთვის კომფორტული ფართის არსებობა, ერთ-ერთი მახასაითებელივით გახდა.


„თუ მენეჯმენტს თანამშრომლების საოფისე სივრცეში დაბრუნება სურს, ცდილობს, კარგი სამუშაო გარემო შეუქმნას, გააუმჯობესოს პირობები. რაც შეეხება მოთხოვნას, შემცირებულია, ეს დისტანციურად მუშაობაზე გადასვლამ განაპირობა, მაგრამ დღეს პანდემიის ისეთ ეტაპზე ვართ, რომ კომპანიებს მაინც აქტუალურად საოფისე სამუშაო სივრცეში დაბრუნება მიაჩნიათ,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.


მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქართულ ბაზარზე მოთხოვნასა და ფასს შორის შესაბამისობა არ არის დაბალანსებული.



„დიდი ბიზნეს ცენტრების სივრცული განაწილება და ფასები არ იძლევა დიდი ლავირების საშუალებას. ან სივრცეებია დიდი, ან ფასი. იმ მიწოდებაზე, რაც დღეს ბაზარზე გვაქვს, მოთხოვნა არ არის, მაგრამ საშუალო ან დაბალფასიან, კარგ პირობებიან ოფისებზე მოთხოვნა არსებობს. დიდ ბიზნეს ცენტრებში ფასი მაღალია, ფასსა და მოთხოვნას შორის კი დისბალანსი გვაქვს,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.


საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სამომავლო ტენდენციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანიები გამიჯნულად დაიგეგმებიან იმაზე, თუ რა ნაწილი ეყოლებათ დისტანციურ მომსახურებაზე და რა ნაწილი - საოფისე სივრცეში. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ეს დიდმა კომპანიებმა ამ ორი წლის განმავლობაში უკვე გაიარეს, ეს პროცესი მიმდინარეობს და დიდი დრო არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ ცხადი იყოს კომპანიები მუშობის როგორ სქემას ამჯობინებენ.


business-partner.ge




თეგები:
ოფისები



S&P 500 ESG-დან Tesla გარიცხეს

S&P 500 ESG-დან Tesla გარიცხეს
access_time2022-05-18 21:32:18
ილონ მასკის კომპანია Tesla ინდექსიდან S&P 500 ESG გარიცხეს. ამის შესახებ პორტალი investing.com სააგენტო RBC–ზე დაყრდნობით წერს. საინდექსო პროვაიდერის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენიმე პრობლემაზე მიანიშნა, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობეს. პრეტენზიების ნაწილი შეეხებოდა საკითხებს, თუ როგორ იძიებს ელექტრომობილების მწარმოებელი ავტოპილოტთან...

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს

Reuters: ევროკავსირი უკრაინას დამატებით €9 მლრდ-ს გამოუყოფს
access_time2022-05-18 21:00:42
ყველაზე ცოტა რაც უკრაინას ეკონომიკური აღდგენისთვის დასჭირდება 600 მლრდ აშშ დოლარია, ზოგი დათვლით უკვე 1 ტრლნ. ომის პარალელურად ნგრევა და ზარალის მოცულობაც იზრდება. ძირითადი ტრანშები ომის დასრულების შემდეგ გადაირიცხება. გარვეული მონახაზები კი უკვე არსებობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევს დამატებით 9 მლრდ ევროს გამოუყოფს. ინფრომაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.   დახმარების ყველაზე დიდ წყაროდ რუსეთისთვის გაყინული $300...

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“
access_time2022-05-18 18:30:34
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. ...

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

18 მაისი - ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-05-18 17:10:24
18 მაისი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.12 თეთრით 2.9442-მდე გამყარდა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 2.08 თეთრით 3.0973-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.23 თეთრით 3.6538-მდე, ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.48 თეთრით 4.5576-მდე, 10 უკრაინულ გრივნასთან 0.29 თეთრით 1.0014-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 8.49 თეთრით 6.4031-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.1846-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.23 თეთრით 1.7354-მდე გამყარდა.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს - ფხაკაძე საწვავის ფასზე
access_time2022-05-18 16:25:08
საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ გვაქვს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სოსო ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს.   „დღეს არის არაორდინალური ვითარება ომის გამო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ისეთი პროცესი, სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთ-უკრაინას შორის ასევე...


მსგავსი სიახლეები

up